დარჩა 10 დღე: Microsoft-ი 14 იანვრიდან Windows 7-ის მხარდაჭერას შეწყვეტს

Windows 7-ზე მომუშავე ძველი მოწყობილობების ფუნქციონირება არ შეწყდება, მაგრამ აღარ გამოვა განახლებები, რომლებიც საოპერაციო სისტემის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს
Sputnik

თბილისი, 4 იანვარი — Sputnik. Windows 7 14 იანვრიდან Microsoft-ის მხარდაჭერის გარეშე რჩება. კორპორაცია მოუწოდებს მომხმარებლებს დარჩენილ დროში შეცვალონ ოპერაციული სისტემის ვერსია, რადგან Windows 7 აღარ განახლდება და უსაფრთხოების სათანადო დონეს ვერ უზრუნველყოფს.

ახალი დონე: რა სიახლეებს დანერგავს Microsoft-ი საქართველოს სკოლებში >>

„Windows 7 ათი წლის წინ შეიქმნა, როდესაც კიბერსაფრთხეები სხვაგვარი იყო. ახალი ტიპის კიბერშეტევების და ახალი ტექნოლოგიების გაჩენა შესაბამისი რისკების გათვალისწინებით ოპერაციული სისტემების გადახედვის საჭიროებას იწვევს. Windows 10-ის შექმნის მთავარი პრინციპი გახდა კიბერუსაფრთხოების დაცვა და ახალი ტიპის საფრთხეების შეკავება. სწორედ Windows 10-ის დახვეწასა და აქტუალიზაციაზე იქნება ორიენტირებული ამიერიდან Microsoft-ი“, - განუცხადეს РИА Новости-ს Microsoft-ის რუსეთის პრესსამსახურში.

საოცნებო სამსახური: ქართველი IT-სპეციალისტები Microsoft-ში დასაქმებას შეძლებენ

კორპორაციის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ოპერაციული სისტემის მხარდაჭერის არარსებობამ კიბერუსაფრთხოების საფრთხეები შეიძლება გამოიწვიოს. „Windows 7-ზე მომუშავე კომპიუტერები 2020 წლის 14 იანვრიდან შეიცავენ რისკს იქცნენ ჰაკერების ნადავლად. ამიტომაც კომპანია ოპერაციული სისტემის განახლების საჭიროების შესახებ აცხადებს“, - აღნიშნეს კომპანიაში.

მომხმარებლებმა უნდა განაახლონ ასევე მოწყობილობები, თუ ისინი თანამდეროვე მოთხოვნებს არ შეესაბამება. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი წარმადობა, სავარაუდოდ, შემცირდება, განაცხადეს Microsoft-ში.

ადრე კომპანიაში აცხადებდნენ, რომ 14 იანვრის შემდეგ Windows 7-ზე მომუშავე მოძველებული მოწყობილობების ფუნქციონირება არ შეწყდება. მაგრამ აღარ გამოვა Windows 7-ის ის განახლებები, რომლებიც ოპერაციული სისტემის სტაბილურობას უზრუნველყოფს, არც უსაფრთხოების განახლებები.