ახალი წლის დღეებში საქართველოში პიროტექნიკით 81 ადამიანი დაშავდა

31 დეკემბრისა და პირველი იანვრის მონაცემებით,  პიროტექნიკით დაზიანების 48 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა, ხოლო 33 - რეგიონებში
Sputnik

თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. ახალი წლის ღამესა და პირველ იანვარს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად საქართველოს მასშტაბით 81 ადამიანი დაშავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

რა უნდა ვიცოდეთ პიროტექნიკის გამოყენებისას - დღესასწაული სადარდებლად რომ არ გვექცეს>>

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, 31 დეკემბრისა და პირველი იანვრის მონაცემებით,  პიროტექნიკით დაზიანების 48 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა, ხოლო 33 - რეგიონებში.

თბილისში დაშავებული 48 მოქალაქიდან ჰოსპიტალიზება 35-ს დასჭირდა, ხოლო რეგიონებში – 16 მოქალაქეს.

ფრთხილად, პიროტექნიკა! ახალი წლის ღამით შვიდ ბავშვს ოპერაცია დასჭირდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში ახალი წლის ღამეს და 1 იანვრის დღის საათებში პიროტექნიკასთან დაკავშირებით სულ 124 ზარი შევიდა.

შეტყობინებები ეხებოდა როგორც პიროტექნიკით დაშავებულებს, ასევე პიროტექნიკის გამოყენების შედეგად გამოწვეულ სხვადასხვა ინციდენტს.

1 იანვრის ღამეს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, იაშვილის სახელობის კლინიკაში რვა ბავშვი მოხვდა. შვიდ მათგანს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. თითების ამპუტაცია დასჭირდა ერთ მცირეწლოვანს.

წინასაახალწლოდ ე.წ. ხლაპუშკების თემა, როგორც წესი, ძალიან მტკივნეული ხდება. უკვე წლებია, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად უბედური შემთხვევების რიცხვი იზრდება.

პიროტექნიკით დაშავებულები და ინცინდენტები - 112-ში 124 ზარი შევიდა>>

პიროტექნიკის უმეტესობას აქვს ასაკის შეზღუდვა და მათი გამოყენება 18 წლამდე პირთათვის აკრძალულია. ხარისხიანი პიროტექნიკა უნდა აკმაყოფილებდეს ტრანსპორტირებისა და შენახვის გარკვეულ პირობებს.