კახეთში ავარიაში ორი ადამიანი დაიღუპა

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ქვემო ქედთან დიდი სიჩქარით მოძრავი Ford-ის მარკის ავტომობილი ჯებირს შეეჯახა.
Sputnik

თბილისი, 2 იანვარი - Sputnik. დედოფლისწყაროს რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

თბილისში ყვითელი ავტობუსი ხეს შეეჯახა – დაიღუპა მგზავრი

დიდი სიჩქარით მოძრავი Ford-ის მარკის ავტომობილი სოფელ ქვემო ქედთან ჯებირს შეეჯახა.

პირველი არხის ინფორმაციით, შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა სსკ-ის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ან ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.