მსოფლიო დღეს

გარიგება შედგა: უკრაინა და რუსეთი ევროპაში გაზის ტრანზიტზე შეთანხმდნენ

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ დოკუმენტებზე ხელმოწერის კომენტირებისას აღნიშნა, რომ  კონტრაქტი ხუთ წელზეა გათვლილი, რაც ქვეყანას მინიმუმ 7 მლრდ დოლარის შემოსავალს მოუტანს.
Sputnik

თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. რუსეთმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს დოკუმენტთა პაკეტს, რომელიც 2020 წლის 1 იანვრიდან რუსული გაზის უკრაინის გავლით ევროპაში ტრანზიტს უზრუნველყოფს, განუცხადა „გაზპრომის“ ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა ჟურნალისტებს. 

მერკელი: ამერიკული სანქციები მოსკოვისა და კიევის მოლაპარაკებებს გაართულებს

„ხუთწლიანი განუწყვეტელი მოლაპარაკებების შემდეგ ვენაში მიღებულია საბოლოო გადაწყვეტილება და მიღწეულია ფინალური შეთანხმება. ერთდროულად ხელი მოეწერა შეთანხმებებისა და კონტრაქტების მთელ კომპლექტს და ეს შეთანხმებები ნამდვილად არის დიდი პაკეტური გარიგება, რომელმაც აღადგინა მხარეთა ინტერესების ბალანსი“, — განაცხადა მილერმა.

მისი თქმით, დღეიდან ეს დოკუმენტები იურიდიულ ძალას იძენს და უზრუნველყოფს რუსული გაზის ტრანზიტს უკრაინის გავლით.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ დოკუმენტებზე ხელმოწერის კომენტირებისას აღნიშნა, რომ კონტრაქტი ხუთ წელზეა გათვლილი, რაც ქვეყანას მინიმუმ 7 მლრდ დოლარის შემოსავალს მოუტანს.

კონტრაქტის თანახმად, „გაზპრომი“ პირველი წლის განმავლობაში მინიმუმ 65 მლრდ კუბური მეტრი გაზის გადაქაჩვის გარანტიას იძლევა, ხოლო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში — 40-40 მლრდ კუბომეტრისა. ამასთან, როგორც უკრაინის ლიდერი აცხადებს, სატრანზიტო ბუნებრივი აირის მოცულობა შესაძლოა გაიზარდოს.