ატრაქციონები კარვების ნაცვლად – უკმაყოფილო აქტივისტები პარლამენტთან აქციისთვის ემზადებიან

საქართველოს შსს-მ დაადასტურა ინფორმაცია ათი დაკავებულის შესახებ – ისინი ღამით პოლიციასთან შეტაკების დროს დააკავეს.
Sputnik

თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის წინ ამჟამად სიმშვიდეა, სამოქალაქო აქტივისტებმა პირობა დადეს, რომ მოგვიანებით შეიკრიბებიან და შემდგომი მოქმედებების გეგმებზე ისაუბრებენ, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი მოვლენების ადგილიდან.

პოლიციასთან დაპირისპირებები და ატრაქციონები – პარლამენტთან კვლავ ხმაური იყო>>

ღამით პოლიციამ რუსთაველის გამზირზე კარვები აიღო, ხოლო მერიამ ამ ადგილზე საბავშვო ატრაქციონები დაამონტაჟა. იქვე დადგეს საახალწლო ბაზრობისთვის დახლები. ტერიტორიაზე ღამიდან მოყოლებული საპატრულო და დაცვის პოლიცია მორიგეობს.

ოპოზიციონერები ახალ წელს პარლამენტის წინ შეხვდებიან

პარლამენტთან კარვების აღების დროს პოლიციასა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის არაერთი დაპირისპირება მოხდა. სოლიდარობის ნიშნად რუსთაველის გამზირზე მივიდნენ ოპოზიციონერი ლიდერები – ელენე ხოშტარია, ხატია დეკანოიძე, ნიკა მელია, დავით ბერძენიშვილი.

ოპოზიციონერებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლებამ მათ საპროტესტო აქციებზე ერთგვარი მორატორიუმის გაუქმება აიძულა. ისინი ახალი წლის შეხვედრას პარლამენტთან აპირებენ.

პარლამენტის წინ შეტაკებების დროს ათი ადამიანი დააკავეს. მათ ბრალად ედებათ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულიგნობა, რაც ადმინისტრაციულ პატიმრობას ან ჯარიმას ითვალისწინებს, განუცხადეს „Sputnik–საქართველოს“ შსს-ს პრეს-სამსახურში.