საქართველოს რომელ რეგიონში მოხდა უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი შემთხვევა

წელს, თბილისში გამოვლენილია უკანონო თევზჭერის 49 ფაქტი და მათგან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს 16
Sputnik

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წელს უკანონო თევზჭერის 484 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომელი ქრთამის აღებისას დააკავეს

მათგან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს 162 ფაქტი შეიცავს.

უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი – 98 ფაქტი იმერეთში დაფიქსირდა. დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე სამართალდარღვევის 59 ფაქტი გამოავლინეს.

„შიდა ქართლში დაფიქსირდა უკანონო თევზჭერის 48 ფაქტი. მცხეთა-მთიანეთში – 47, აჭარაში – 43, კახეთში – 39, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 24, შავ ზღვაშიც – 24, გურიაში – 30, სამცხე-ჯავახეთში – 20, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში კი, თევზჭერის სამი ფაქტი გამოვლინდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

წელს, თბილისში გამოვლენილია უკანონო თევზჭერის 49 ფაქტი და მათგან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს 16.

უკანონოდ მოპოვებული თევზის ოდენობამ ჯამში 410 კგ-მდე შეადგინა.

165 კილო უკანონოდ მოპოვებული თევზი: გარემოს დაცვის სამინისტრო სტატისტიკას აქვეყნებს >>

უწყების ინფორმაციით, აკრძალულ ადგილას აკრძალული საშუალებით თევზჭერა ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. აკრძალული საშუალებებია: ელექტროდენი, ელექტროშოკური აპარატი, სახლართი ბადე, ე.წ. ეკრანბადე, მოსასმელი ბადე, სხვა არასპორტულ-სამოყვარულო თევზჭერის ბადე-იარაღები, ასაფეთქებელი ან მომწამლავი ნივთიერებები.

სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერა კი დაშვებულია მთელი წლის განმავლობაში.