მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

საქართველოს პრეზიდენტმა ალმათში ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა

ამ მძიმე დროს საქართველო მხარს უჭერს ყაზახ ხალხს, დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა
Sputnik

თბილისი, 27 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ალმათში პარასკევს, 27 დეკემბერს დილით მომხდარი ავიაატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

ყაზახეთში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა: არის მსხვერპლი – ვიდეო შემთხვევის ადგილიდან>>

ავიაკატასტროფა ადგილობრივი დროით 07:22 საათზე მოხდა. თვითმფრინავმა, რომელიც ქალაქ ნურ-სულტანის მიმართულებით მიფრინავდა, აფრენისას სიმაღლე დაკარგა და მიწაზე ორსართულიან ბეტონის ნაგებობას შეეჯახა. თვითმფრინავში 98 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ხუთი – ეკიპაჟის წევრი. დაიღუპა 12 ადამიანი.

„ყაზახეთში მომხდარი ავიაკატასტროფა ნამდვილი ტრაგედიაა. ვგლოვობთ ადამიანების დაღუპვას და ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს. ამ მძიმე დროს საქართველო მხარს უჭერს ყაზახ ხალხს“, – დაწერა პრეზიდენტმა Twitter–ში.

ავიაკატასტროფის შედეგად დაშავდა 49 ადამიანი, მათ შორის რვა ბავშვი.

შემთხვევის გამოძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო საავიაციო კომიტეტი და მწარმოებელი ქარხნის წარმომადგენელი ნიდერლანდებიდან.