თბილისის ოპერის თეატრი 29 დეკემბერს კლასიკური მუსიკის მოყვარულებს იწვევს

თეატრი წინასაახალწლო საღამოსთვის საინტერესო და მარავლფეროვან პროგრამას ამზადებს და სტუმრებს მრავალ სიურპრიზს ჰპირდება.
Sputnik

თბილისი, 27 დეკემბერი – Sputnik. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი 29 დეკემბერს ჯადოსნურ „საახალწლო საღამოს“ აწყობს. საღამოში მონაწილეობენ თეატრის მსახიობები, გუნდი და ორკესტრი, ნათქვამია ღონისძიების Facebook–გვერდზე.

ნინო ანანიაშვილი „მაკნატუნას" ახალ ვერსიაზე მუშაობს

პროგრამაშია ფრაგმენტები იოჰან შტრაუსის, ჟაკ ოფენბახის, ჯუზეპე ვერდის, ჯოაკინო როსინის, ჟორჟ ბიზეს, ზაქარია ფალიაშვილის, ვიქტორ დოლიძის, პეტრე ჩაიკოვსკის ნაწარმოებებიდან.

სტუმრებისთვის ნამდვილი „მიღება ოპერაში“ მოეწყობა. მათ შესასვლელთან ოპერების პერსონაჟები დახვდებიან, თანხლებას გაუწევენ და მრავალ სიურპრიზს მოუწყობენ.

საახალწლო წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორია ვანო ხუციშვილი. საღამო 19:00 საათზე დაიწყება და დაახლოებით ორ საათს გაგრძელდება. ბილეთები იყიდება ვებ-გვერდზე tkt.ge.