2020 წლის ჰოროსკოპი - მერწყული

აღმოსავლური კალენდრით ყოველი წელიწადი სხვადასხვა ცხოველი-თილისმის მფარველობით მიმდინარეობს. 2020 წელს ღორს თეთრი ლითონის ვირთხა ჩაანაცვლებს
Sputnik

თეთრი ლითონის ვირთხის წელი 2020 წლის 25 იანვარს დაიწყება. ის ამ წელიწადში მოიტანს ღრმა ცვლილებებს ცხოვრების ყველა სფეროში. და თუმცა ეს ცვლილებები შეიძლება პოზიტიური გახდეს, ადამიანებზე იმოქმედებს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა სკრუპულოზურობა, გონიერება, ეშმაკობა - სწორედ ეს თვისებები ახასიათებს 2020 წლის მფარველ ცხოველს.

2020 წლის ჰოროსკოპი - მერწყული

როგორი იქნება 2020 წელი მერწყულისთვის - ზოგადი მიმოხილვა

ახალ წელს სურვილს რომ ჩაუთქვამთ, უკვე იანვრის შუა რიცხვებში აღმოაჩენთ, რომ ის ახდა. მოულოდნელობისგან, შესაძლოა, უცბად ვერც კი გაიაზროთ, რა უყოთ ამ მოზღვავებულ ბედნიერებას და რაზე იოცნებოთ დანარჩენი 11 თვე. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ახალ გეგმებზე მიმართოთ გულისყური, რადგან წლის დასაწყისი ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია მერწყულების ასტროლოგიურ რუკაზე. იყიდეთ ლატარიის ბილეთი, სთხოვეთ ვინმეს ხელი და გული, ჩადეთ ფული უძრავ ქონებაში, შეიცვალეთ სამუშაო... შეგიძლიათ, ეს პუნქტები ნაწილ-ნაწილ შეასრულოთ და ერთადაც - გაგიმართლებთ!

მერწყული – რთული, ორიგინალური, თავისუფლებისმოყვარე – ზოგადი დახასიათება

შეუპოვრობა და ინიციატივა გაზაფხულის დასაწყისამდე თამამად გამოიჩინეთ: ბედი ნამდვილად თქვენ მხარესაა. მაგრამ მარტში სვლა შეანელეთ. იგრძნობთ, რომ ენერგიის მარაგი იწურება. ზაფხულის დასაწყისისთვის, შესაძლოა, კონფლიქტები მომწიფდეს როგორც სამსახურში, ისე სახლში. ასტროლოგები გირჩევენ, ყველა პრობლემა ხელის ერთი მოსმით გადაწყვიტოთ - ცოტა ხნით გაერიდოთ თქვენს საცხოვრებელ ადგილს, ან, საერთოდ, ქვეყანას. გამგზავრება ძალზე საინტერესო იქნება.

წლის მეორე ნახევარი სამუშაო სფეროში ცვლილებებით მდიდარი იქნება. გექნებათ საქმიანობის სფეროს შეცვლის შანსი. თუ სამსახურიდან წასვლას გადაწყვეტთ, არ არის საჭირო „ინგლისურად" წასვლა, ანუ მდუმარედ, არც „ფრანგულად" - ყველა ხიდის გადაწვა უკან. მოიტოვეთ უკან დასახევი გზა, ყველა ვალდებულება შეასრულეთ ძველ სამსახურში - ძველი კონტაქტები, შესაძლოა, კიდევ გამოგადგეთ, ამიტომ თბილი ურთიერთობები შეინარჩუნეთ.

ასტრორეიტინგი: ზოდიაქოს ყველაზე ზარმაცი ნიშნები – ტოპ-ხუთეული>>

დეკემბერში პირველ პლანზე მეგობრები გამოვლენ. დატკბით ერთობლივი შოპინგით, ერთად დროის გატარებით, მაგრამ ეს ყველაფერი - ზომიერად. მეგობრებთან შეხვედრის გამო სახლიდან ყოველდღიურმა გასვლამ, შესაძლოა, მეორე ნახევრის ეჭვიანობა გაამძაფროს. ამიტომ ხანდახან თქვენი საყვარელი ადამიანის წაიყვანეთ ასეთ შეხვედრებზე.

ზოდიაქოს ყველაზე გულწრფელი ნიშნები

სასიყვარულო ჰოროსკოპი

მთლიანობაში, 2020 წელს მშვიდი და ჰარმონიული წელი გელოდებათ სიყვარულის სფეროში. გახდებით ბევრად ბრძენი, მეტ ყურადღებას მიაქცევთ არა გარეგნობას, არამედ ადამიანის შინაგან სამყაროს. ეს შეცდომებისგან დაგაზღვევთ, რადგან ხანდახან გარეგნობა მატყუარაა.

2020 წელს თქვენი ავტორიტეტი ოჯახში გამტკიცდება. მეუღლე ხშირად გაითვალისწინებს თქვენს მოსაზრებებს, ის, ამასთან, იამაყებს თქვენით. ასეთი პატივისცემა ბევრს გავალდებულებთ - უნდა შეესატყვისებოდეთ იმიჯს, მეტი უნდა ისწავლოთ, გააცნობიეროთ, აითვისოთ. მოკლედ, უნდა იყოთ ოჯახის ლიდერი, რაც არცთუ ისე ადვილია.

ვინ გადარჩება უკაცრიელ კუნძულზე - ზოდიაქოს „რობინზონ კრუზო" ნიშნების რეიტინგი>>

მარტოხელა მერწყულებისთვის, ვინც სიყვარულს ეძებს, საინტერესო ადგილები გახდება სასწავლო დაწესებულებები, ბიბლიოთეკები, სხვადასხვა კურსი. იქ შეგიძლიათ თავი გამოიჩინოთ თქვენი ცოდნით და, ამასთან, პარტნიორიც მოძებნოთ. არ მოგერიდოთ საჯარო გამოსვლების. ამისთვის სათანადო მოემზადეთ, რადგან, შესაძლოა, სწორედ ასეთ დროს გაიცნოთ ის ერთადერთი, რომელსაც ამდენი ხანია, ეძებთ. ასეთ გარემოში გაცნობილ ადამიანთან ურთიერთობები ძალზე პერსპექტიული იქნება, ოღონდ მნიშვნელოვანია, რომ ინტელექტუალური კავშირი უკანა პლანზე არ გადაწიოთ.

ზოდიაქოს ყველაზე აზარტული ნიშნები - ტოპ-სამეული

კარიერა და ფინანსები

სამუშაოზე 2020 წელს ხან ბრწყინვალე გამარჯვებები გელოდებათ, ხან კი მოვლენები, რომლებიც კალაპოტიდან ამოგაგდებთ. შემოსავლების მხრივ საქმე ხან კარგად წავა, ხან კი - ცუდად, მოკლედ - არასტაბილურად.

იანვრის შუა რიცხვებში დიდი ხარჯია მოსალოდნელი, მაგრამ დახარჯულ ფულს მალე აინაზღაურებთ.

იანვრის ბოლო კვირაში ეცადეთ, ფული არ გაასესხოთ, არ დათანხმდეთ რამე საეჭვო საქმეებში მონაწილეობას - ამ პერიოდში თაღლითები განსაკუთრებულად დამაჯერებლები იქნებიან.

თებერვლის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი საჩუქრის მიღების დიდი ალბათობაა. არავითარ შემთხვევაში არ დახარჯოთ უმიზნოდ თანხა. ამ პერიოდში თითოეული თეთრის დახარჯვა კარგად უნდა აწონ-დაწონოთ.

პლანეტების ჰარმონიული ასპექტების წყალობით თებერვლის მეორე ნახევარში შესაძლებელია ისეთი ნაცნობობა, რომელიც შემდგომ მომგებიან პროექტში მონაწილეობის საშუალებას მოგცემთ.

ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ლაკონური დახასიათება - ხასიათის მხოლოდ ექვსი შტრიხი>>

ნებისმიერი პროექტის დასრულებისთვის იდეალური პერიოდია აპრილის პირველი ნახევარი. თუ ამ დროისთვის დაამთავრებთ ჩაფიქრებულ საქმეებს, ეს კარგ მოგებას მოგიტანთ.

აპრილის მეორე ნახევარში იფრთხილეთ საყიდლების დროს. ამ დროს რამდენადმე გონებაგაფანტული იქნებით, ამიტომ არის ალბათობა იმისა, რომ მოგატყუონ.

ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრების მთავარი აზრი

ზაფხულში მატერიალური მდგომარეობა სტაბილური გახდება. თუ მუხლჩაუხრელად იმუშავებთ, ამას ივნისის მეორე ნახევრიდან იგრძნობთ. ამ პერიოდში შემოსავალს მოიტანს ასევე საზოგადოებრივი საქმიანობა. იქნებით ძალზე დამაჯერებელი და იმის რწმენა, რომ ვიღაცისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებთ, ფრთებს შეგასხამთ.

აგვისტოში მოსალოდნელია მომხიბლავი საქმიანი წინადადების მიღება. განიხილეთ ეს წინადადება, თუნდაც ის თავდაპირველად ავანტიურული მოგეჩვენოთ. ვარსკვლავები ამ პერიოდში თამამ ადამიანებს ყველა წამოწყებაში დაეხმარებიან.

შემოდგომაზე „წიწილებს დაითვლით". შემოსავალი სტაბილური იქნება და მოგეცემათ საშუალება, რომ ძვირადღირებული რამ შეიძინოთ, ჩადოთ სახსრები საკუთარ განვითარებაში ან ბავშვების განათლებაში.

ოცნებები ახდება: ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებს ყველაზე მეტად 2020 წელს>>

ჯანმრთელობა

აუცილებელია სპორტი. ამისთვის ორგანიზმი მადლობას გეტყვით.

მერწყულის პირველ დეკადაში დაბადებულები (21.01 - 31.01) - ხანდახან სამსახურიდან ოჯახზე გადაერთეთ. ეს პრობლემების დავიწყებაში და ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ. შეადგინეთ ჯანსაღი პროდუქტებისგან რაციონი, დალიეთ ბევრი წყალი. ყურადღება მიაქციეთ ხერხემალს, გაციებას.

მეორე დეკადაში დაბადებულები (1.02 - 10.02) - ჭარბი წონა სხვადასხვა დაავადების გაჩენას უწყობს ხელს, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ წონას. იკვებეთ დიეტურად. მიიღეთ ვიტამინებით მდიდარი პროდუქტები. იაქტიურეთ ფიზიკურად. ბევრი იარეთ. შემოდგომა-ზამთრის პერიოდში იფრთხილეთ, რადგან დიდია ტრავმების მირების ალბათობა.

ინდივიდუალური დიეტა ზოდიაქოს ნიშნებისთვის

მესამე დეკადაში დაბადებულები (11.02 - 19.02) - მიიღეთ მეტი ვიტამინები - ხილ-ბოსტნეული. ზოგადად, გადახედეთ თქვენი კვების რეჟიმს, შეწყვიტეთ ღამღამობით მაცივართან სტუმრობა. ისეირნეთ ბევრი, ეწვიეთ სავარჯიშო დარბაზს, მაგრამ ერთბაშად ძალიან ნუ დაიტვირთავთ თავს.

2020 წლის ჰოროსკოპი დაბადების წლის მიხედვით:

მერწყული-ვირთხა

შეგიძლიათ, ყველაზე რთული ამოცანები დაისახოთ მიზნად - აუცილებლად გამოგივათ. ძალზე წარმატებულად აეწყობა ურთიერთობები პარტნიორებთან, რთულ მომენტებში მათი იმედი შეგიძლიათ გქონდეთ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის, მაგრამ უნდა დაიცვათ შრომა-დასვენების მონაცვლეობის რეჟიმი.

ზოდიაქოს ექვსი ნიშანი, რომელთა ცხოვრებაში ხუთწლიანი ბედნიერი პერიოდი იწყება>>

მერწყული-ხარი

წლის პირველი და მეორე ნახევარი ერთმანეთისგან განსხვავებული იქნება. ეცადეთ, ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები მაისამდე დაგეგმოთ. გადაჭერით პირველი რიგის საკითხები. სამუშაოსა და დასვენებაში, ეცადეთ, ოქროს შუალედი დაიცვათ. წლის პირველ ნახევარში უფრო ენერგიული და იღბლიანი იქნებით. ყურადღება მიაქციეთ ნათესავებს, განსაკუთრებით, უფროსი თაობის წარმომადგენლებს.

2020 წლის ჰოროსკოპი - მერწყული

მერწყული-ვეფხვი

იმის თქმა, რომ ეს წელი დღესასწაულის მსგავსი იქნება, ძნელია. საჭირო შედეგების მისაღწევად ორმაგი შრომა მოგიწევთ. უნდა გამოიყენოთ მთელი თქვენი გამოცდილება, ნაკლებად უნდა გქონდეთ კოლეგების დახმარების იმედი. არ ჩაერთოთ საეჭვო საქმეებში, სხვადასხვა სახის ავანტიურაში. თუ საყვარელ ადამიანს ეძებთ, 2020 წლის პირველ ნახევარში ფრთხილად იყავით ახალ გაცნობილ ადამიანებთან.

ტიბეტური ჰოროსკოპი და ცხრილი – რომელი ცხოველია თქვენი მფარველი დაბადების წლის მიხედვით

მერწყული-კატა (კურდღელი)

ახალი წელი გადაუწყვეტელი პრობლემებით დაიწყება. ამ პრობლემების რაოდენობამ კატასტროფულ მასშტაბებს შეიძლება მიაღწიოს. ვინც ახალ სამსახურს ეძებს, დროებით შეჩერდით. ჯერჯერობით რამე შესაფერისი სამუშაოს პოვნა შეუძლებელია, ნერვიულობა კი მოგიწევთ. ამასთან, სამუშაოზე უარის თქმის შემთხვევაში, შეიძლება, თქვენი თვითშეფასება ძალიან დაეცეს. ასე რომ, სჯობს, გაუფრთხილდეთ ძალებს, დაისვენოთ და ხელსაყრელ მომენტს დაელოდოთ. მანამდე კი არსებულ დაგროვებულ პრობლემებს მიხედოთ.

მერწყული-დრაკონი

საკმაოდ ხელსაყრელი წელიწადი გელოდებათ. არ მოუკლოთ ტემპს, თუ მიზნად გაქვთ დასახული ხელფასის მომატება, კარიერული წინსვლა, საკუთარი საქმის დაწყება. საკმარისი ძალა და უნარები გექნებათ, რომ საქმეებს ხარისხიანად და დროულად გაუმკლავდეთ. სასიამოვნო სიურპრიზები და ცვლილებები გელოდებათ პირად ცხოვრებაში. წყვილები შეძლებენ ოჯახური ცხოვრებით დატკბობას, ხოლო მარტოხელებმა მეტი უნდა იაქტიურონ, არ ისხდნენ სახლში - მაშინ ბედი მათ არა ხანმოკლე ფლირტს, არამედ ცხოვრების სიყვარულს გამოუგზავნის.

ვინ მიაღწევს წარმატებებს 2020 წელს - ზოდიაქოს ოთხი ნიშანი და რჩევები სხვა ნიშნებისთვის>>

მერწყული-გველი

2020 წელს შესაძლებლობა მოგეცემათ, რომ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოთ მდგომარეობა. მაგრამ იმისთვის, რომ ეს შანსები გამოიყენოთ, მთელი ძალით მოგიწევთ მუშაობა. ახალი წლის დასაწყისში განსაკუთრებული მოვლენები მოსალოდნელი არ არის. ამის გამო, შესაძლოა, მოდუნდეთ; მაგრამ ეს სიმშვიდე მოჩვენებითი აღმოჩნდება. განსაკუთრებით ხელსაყრელია წლის პირველი ნახევარი, როდესაც ცვლილებებია მოსალოდნელი როგორც პროფესიულ, ისე პირად ცხოვრებაში. მოგიწევთ პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე, მათ შორის სხვების ბედზეც.

ზოდიაქოს ამ სამი ნიშნით ყველაზე ცოტა ადამიანი იბადება

მერწყული-ცხენი

იღბლიანი წელია კარიერული წინსვლისთვის, ამიტომ ყურადღების მაქსიმალური კონცენტრირება გჭირდებათ. უნდა დაისახოთ მკაფიო მიზნები და გეგმების განხორციელებას შეუდგეთ. გექნებათ შესაძლებლობა, რომ აჩვენოთ საკუთარი ნიჭი, უნარები. რთული ამოცანების გადაწყვეტაში საყვარელი ადამიანები დაგეხმარებიან. ვისაც ჯერ არ ჰყავს მეორე ნახევარი, უნდა იჩქაროს - ეს წელი საუკეთესოა იმისთვის, რომ მოიპოვოთ შინაგანი ჰარმონია და ღირსეულ ადამიანს შეხვდეთ.

მერწყული-თხა (ცხვარი)

2020 წელი უამრავ ახალ შესაძლებლობას მოგცემთ. ბევრს ელოდება პერსპექტიული საქმიანი წინადადება და კარიერაში წინსვლა. თუ შეძლებთ მოძალებულ ემოციებთან გამკლავებასა და არჩეული ტემპის შენარჩუნებას, მწვერვალების დაპყრობა გელოდებათ. მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება სიამაყესა და კმაყოფილებას მოგიტანთ. ბევრს გაუჩნდება საკუთარი სახლის კეთილმოწყობის აუცილებლობა - ამაში წარმატება გელოდებათ. პოზიტიური წელია პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით.

ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება 2020 საბედისწერო ცვლილებების წელი>>

მერწყული-მაიმუნი

საკმაოდ თავდაჯერებულად იგრძნობთ თავს და წინ წაიწევთ. მაგრამ სპონტანურად კი არ უნდა იმოქმედოთ, არამედ ყველა ნაბიჯი კარგად უნდა გათვალოთ. მომავლის მკაფიო დაგეგმვა დაგეხმარებათ არა მხოლოდ სიმაღლეების დაპყრობაში, არამედ პოზიციების საგრძნობლად გაუმჯობესებაში. დიდ როლს თქვენს ბედში შეასრულებენ ახალი ნაცნობები. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ 2020 წელს რემონტს ან ახლის მშენებლობას მიჰყვეთ. თუ თქვენს გეგმებში ეს არ შედის, მაშინ მოიფიქრეთ, როგორ გამოიყენოთ საკუთარი ძალები იმის გათვალისწინებით, რომ ვარსკვლავები ყველა წამოწყებაში გვერდით დაგიდგებიან.

ზოდიაქოს ყველაზე „მოუთვინიერებელი" ნიშნები - ტოპ-ოთხეული

მერწყული-მამალი

2020 წელი კარგი პერიოდია ნებისმიერი წამოწყებისთვის. ინიციატივა საკუთარ ხელში უკვე იანვრიდან უნდა აიღოთ და ხელიდან წლის ბოლომდე არ გაუშვათ. შეგიძლიათ მიაღწიოთ თავბრუდამხვევ წარმატებებს პროფესიულ სარბიელზე. მოსალოდნელია სერიოზული ცვლილებები პროფესიულ სარბიელზე. ეს განსაკუთრებით იმ წყვილებს ეხება, რომლებსაც დიდი ხნის ურთიერთობები აქვთ. შესაძლოა, ბოლოს და ბოლოს, დაქორწინება გადაწყვიტოთ. უკვე დაქორწინებულები შეძლებენ კავშირის უფრო გამტკიცებას.

მერწყული-ძაღლი

იგრძნობთ ძალების მოზღვავებას, გაიზრდება თქვენი თავდაჯერებულობა, სერიოზული მიზნების მიღწევისკენ სწრაფვა, საკუთარი ინდივიდუალობის რეალიზაციის სურვილი. შესაძლოა, გაგიჩნდეთ ახალი გატაცებები, გაიცნოთ საინტერესო ადამიანები. ვარსკვლავები საინტერესო წინადადებას გპირდებიან პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით. თუმცა, მისი მიღება არ იჩქაროთ, თუ ამჟამინდელ სამუშაოზე ყველაფერი გაწყობთ. მნიშვნელოვან საკითხებზე რჩევა ოჯახის წევრებს ჰკითხეთ - ისინი ბრძნულ რჩევას მოგცემენ.

ზოდიაქოს ნიშნების კომპლექსები>>

მერწყული-ღორი

2020 წელი თქვენთვის საკმაოდ კარგი იქნება. პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები გელოდებათ. თუ საყვარელ საქმეს აკეთებთ, მიზნების მიღწევა საკმაოდ ადვილი იქნება. თქვენს საქმიან თვისებებს ხელმძღვანელობა და კოლეგები სათანადოდ შეაფასებენ. რუტინული სამუშაო, სჯობს, გუნდთან ერთად შეასრულოთ და საკუთარ თაზე პასუხისმგებლობა არ აიღოთ. ასე შეცდომებს აირიდებთ თავიდან.