თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. რესტორანი „ქვევრი“ ახალი წლის დღეებში მსურველებს უფასოდ დააპურებს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში პროდიუსერი ლაშა ბასლანძე ავრცელებს.
მომღერალ სალომე ბაკურაძის მეუღლე ფიქრობს, რომ ახალ წელს მშიერი არავინ უნდა იყოს და სხვა რესტორნების მფლობელებსაც მოუწოდებს ანალოგიური ინიციატივისკენ.
„ამ ახალ წელს მშიერი არავინ არ უნდა იყოს! ჯერ ახალი წლის დღეებში და შემდეგ ალბათ ისედაც გავაგრძელებთ... Qvevri • „ქვევრში“ სულ იქნება ცალკე მაგიდა იმათთვის, ვისაც საჭმელი შია და საშუალება არ აქვს“, – წერს სოციალურ ქსელში ლაშა ბასლანძე.