თბილისი, 23 დეკემბერი - Sputnik. ხარაგაულის გადასარბენზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო სამშაბათს, 24 დეკემბერს, „საქართველოს რკინიგზა“ მსვლელობიდან რამდენიმე მატარებელს ხსნის, იუწყება კომპანიის პრესსამსახური.
კერძოდ, გაუქმებულია რეისი თბილისი-ქუთაისი-ოზურგეთი, ასევე ელექტრომატარებლების რეისები ხაშური-ზესტაფონი და ქუთაისი-საჩხერე.
აღნიშნული რეისები ოთხშაბათს, 25 დეკემბერს განახლდება. ყველა მგზავრს, ვინც აღნიშნულ რეისებზე შეიძინა სამგზავრო ბილეთი, საშუალება აქვს დააბრუნონ ის „საქართველოს რკინიგზის“ ნებისმიერ სალაროში. ბილეთის საფასურის 100% ანაზღაურდება.