შეწყვიტეთ შეზღუდვა: ეუთოს წარმომადგენელმა სააგენტოსთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

Sputnik ესტონეთის თანამშრომლებს ხელისუფლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებით ემუქრება და სააგენტოსგან მუშაობის შეწყვეტას მოითხოვს
Sputnik

თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. მასმედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელმა არლემ დეზირმა ესტონეთის ხელისუფლებას მოუწოდა, თავი შეიკავოს Sputnik ესტონეთის მუშაობის შეზღუდვისგან. 

Sputnik Estonia-ს თანამშრომლებს სისხლის სამართლის დევნით ემუქრებიან

„მე მივწერე ესტონეთის ხელისუფლებას იმ ზომებზე, რომლებიც, ინდივიდუალური სანქციების შემდეგ (საერთაშორისო მედიასაინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-ს გენერალური დირექტორის, დმიტრი კისელიოვის წინააღმდეგ) Sputnik ესტონეთის ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართეს. მოვუწოდებ ხელისუფლებას, თავი შეიკავონ უცხოური მედიასაშუალებების მუშაობის არასაჭირო შეზღუდვებისგან, რასაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ინფორმაციის თავისუფალ ნაკადზე“, — დაწერა არლემ დეზირმა ოფისის Twitter-აკაუნტზე.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ Sputnik ესტონეთის თანამშრომლებმა პირდაპირი მუქარის შემცველი წერილები მიიღეს ქვეყნის სასაზღვრო დაცვისა და პოლიციის დეპარტამენტიდან, რომ იმ შემთხვევაში, თუ ისინი 2020 წლის 1 იანვრამდე არ შეწყვეტენ თანამშრომლობას სათავო ორგანიზაციასთან, საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-სთან, მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღიძვრება. აღნიშნული ქმედებების საფუძვლად სახელდება სანქციები, რომლებიც ევროკავშირმა 2014 წლის 17 მარტს დაუწესა მთელ რიგ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე.