მსოფლიო დღეს

ტოგოში გატაცებული ქართველი მეზღვაური თავისუფალია

უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა ტოგოს ნაპირებთან გაიტაცეს ოთხი მეზღვაური - ბერძნული ტანკერის ეკიპაჟის წევრები, მათ შორის ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქე იყო
Sputnik

თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. ქართველმა დიპლომატებმა გაათავისუფლეს ქართველი მეზღვაური, რომელიც აფრიკული ტოგოს ნაპირებთან ბერძნული ტანკერიდან გაიტაცეს, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მეკობრეებმა ქართველი მეზღვაური გაიტაცეს

პირველი არხის ინფორმაციით, ქართველი მეზღვაური ოთარ ვარდიძე მიმდინარე წლის 4 ნოემბერს სამ სხვა მეზღვაურთან ერთად პორტ ლომესთან 18 კილომეტრში მეკობრეებმა ბერძნული დროშის ქვეშ მცურავი ტანკერიდან Elka Aristotle გაიტაცეს.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საბერძნეთში საქართველოს საელჩოს აქტიური ძალისხმევით, საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან გატაცებული საქართველოს მოქალაქე ოთარ ვარდიძე გათავისუფლებულია“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამჟამად ქართველი მეზღვაური ნიგერიაშია და სამშობლოში გამგზავრებას აპირებს.