შოუში „მხოლოდ ქართული" ფინალისტების ათეული დასახელდა

ქართული ტელევიზიის ყველაზე პატრიოტული შოუ „მხოლოდ ქართულის" მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს ეროვნულ მუსიკას
Sputnik

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. ხანგრძლივი კამათის შემდეგ მუსიკალური კონკურს „მხოლოდ ქართულის“ ჟიურიმ „მთავარ არხზე“ შოუს ფინალისთვის საუკეთესო კონკურსანტების ათეული შეარჩია.

„მასტერ-შეფის“ კონკურსანტებმა ჟიური უნიკალური ქართული კერძებით გააკვირვეს >>

იღბლიანთა ათეულში მოხვდნენ: ნინა შონია, ნიკა შუბითიძე, მარიამ მახათაძე, მომღერლის ნატო გელაშვილის ვაჟი, ლუკა ჭოხონელიძე, ლიკა ლოლომაძე, თორნიკე აბრამიშვილი, გიორგი ძოწენიძე, თამთა ხუხუნაიშვილი, ლაშა ნანობაშვილი, ასევე თეატრისა და კინოს პოპულარული მსახიობი ანა ქურთუბაძე.

მომდევნო ორშაბათიდან პროექტს ყოველ კვირა თითო მონაწილე დატოვებს. წავა ის, ვინც მაყურებელთა ყველაზე ნაკლებ ხმას მიიღებს.

„მხოლოდ ქართულის“ მონაწილეებმა უკვე პირველი ერთობლივი კომპოზიციის ჩაწერა და კლიპის გადაღება მოასწრეს. გადაღებები ჩატარდა ქალაქის ძველ ნაწილში, თბილისის სავიზიტო ბარათის - რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრის საათის კოშკის ფონზე. ოქროსფრთიანი ანგელოზი ვიდეოს სტრუქტურას ძალიან მოუხდა.

ისევე, როგორც გასულ სეზონებში, შემსრულებლებს შეაფასებენ ჟიურის წევრები: მომღერალი სოფო ნიჟარაძე, ხალხური სიმღერების შემსრულებელი გიორგი უშიკიშვილი, ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია. პროექტს წელს ისევ წაიყვანენ მსახიობი ილო ბეროშვილი და კომედიური ჟანრის მსახიობი ნიკა გრიგოლია.

საქართველომ 2020 წლის საბავშვო ევროვიზიისთვის ქვეყნის წარმომადგენლის შერჩევა დაიწყო >>

ცნობილი გახდა, რომ ორშაბათიდან ჟიურის შემადგენლობაში ცვლილებები მოხდება და ახალი სახეები გამოჩნდება. ვინ და რა ამპლუაში შეაფასებს კონკურსანტებს, ამას 16 დეკემბერს, 22:00 საათზე შევიტყობთ.