ზუგდიდში ავტომობილი „ჟიგული“ დაიწვა

ცეცხლი რამდენიმე წუთში ავტომობილის პატრონმა ჩააქრო. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და პოლიცია
Sputnik

თბილისი, 8 დეკემბერი - Sputnik. ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე „ჟიგულის“ მარკის ავტომობილი დაიწვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სახიფათო მეზობლობა: რას გადაურჩა ფიროსმანის ქუჩა გუშინ

შემთხვევა ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ცეცხლი რამდენიმე წუთში ავტომობილის პატრონმა ჩააქრო.

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და პოლიცია.

შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.