ქრთამის აღების ბრალდებით ქედის მერიის თანამშრომელი დააკავეს

დაკავებულის ადვოკატი, ზაზა პაპიძე ვარაუდობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს სამართალდამცველები 1000 ლარის ქრთამის სახით აღებას ედავებიან
Sputnik

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ქრთამის აღების ბრალდებით, ქედის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი ტარიელ თურმანიძე დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

კრიმინალი საქართველოში: შსს-მ ბოლო მონაცემები გამოაქვეყნა

დაკავებულის ადვოკატის, ზაზა პაპიძის ინფორმაციით, ტარიელ თურმანიძე მაშინ აიყვანეს, როდესაც ის ბათუმში საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატი ჯერ საქმის მასალებს არ იცნობს, ზაზა პაპიძე ვარაუდობს, რომ  საუბარია 1000 ლარის ოდენობით ქრთამზე.

ზაზა პაპიძის ინფორმაციით, ბრალდებული თბილისში გადაჰყავთ და სასამართლო პროცესიც თბილისში გაიმართება.