2020 წლის მფარველი თეთრი ლითონის ვირთხაა. ეს წელიწადი არცთუ ხელსაყრელია ქორწინებისთვის, რადგან ნაკიანი წელია, მაგრამ მოსიყვარულე და ერთგული წყვილები, რომლებიც ამ წელს დაქორწინდებიან, ბედნიერ ოჯახს მიიღებენ.
თუ ქორწინებას ანგარება უდევს საფუძვლად, ეს მეუღლეებს იმედგაცრუებას მოუტანს. 2020 ნაკიან წელიწადში ცოტაა ქორწინებისთვის ხელსაყრელი დღეები.
2020 წლის მფარველი ვირთხისთვის ოჯახი ძალზე ფაქიზი მატერიაა. ის გვაფრთხილებს, რომ პიროვნული ბედნიერება პირდაპირ არის დამოკიდებული ზურგის სიმტკიცესთან, რომელიც უზრუნველყოფილია ოჯახის წევრების ზრუნვით, სიყვარულითა და პატივისცემით.
ასტროლოგიური პროგნოზის გათვლისას ყურადღება მრავალ კრიტერიუმს ექცევა. ესაა კონკრეტულ მთვარის ფაზას, მის განლაგებას პლანეტების მიმართ და სხვა. მაგალითად, არახელსაყრელია ქორწილი და ჯვრისწერა მთვარისა და მზის დაბნელების დღეებში.
ასევე გასათვალისწინებელია საეკლესიო დღესასწაულები, მარხვის პერიოდები. მაგალითად, მართლმადიდებლურ სამყაროში კატეგორიულად არ არის რეკომენდებული ქორწილი და ჯვრისწერა საშობაო და დიდი მარხვის პერიოდებში, ნათლისღების დღეს, აღდგომის დღეს და სხვა.
2020 წლის ხელსაყრელი და არახელსაყრელი დღეები ქორწინებისთვის თვეების მიხედვით.
გაითვალისწინეთ, თუ დღე არ მოხვდა წარმატებული და წარუმატებელი დღეების რიცხვში, ის ნეიტრალური დღეა ქორწინებისთვის.
ქორწილი იანვარში
ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ 2020 წლის პირველი თვე დაქორწინებისთვის არასახარბიელოა, თუმცა, ჩინელი სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ გასათვალისწინებელია ის, რომ 25 იანვრამდე ღორი (ტახი)მფარველობს წელიწადს. ვირთხის უფლებამოსილება 25 იანვრის შემდეგ ამოქმედდება. ხალხური მინიშნებების, ასტროლოგიური პროგნოზების გათვალისწინებით, იანვარში სულ თხი დღეა, როდესაც შეიძლება ჯვრისწერა და ქორწილი. ამ დღეებში შექმნილი ოჯახი მტკიცე და მყარი იქნება. ასევე აღსანიშნავია, რომ პირველ თვეში დაქორწინებულ ოჯახებს ბევრი შვილი ჰყავთ.
ქორწინებისთვის ხელსაყრელი დღეებია: 9, 26, 27 და 28 იანვარი.
ქორწინებისთვის არახელსაყრელი დღეებია: 1-დან 8 იანვრის ჩათვლით, 10, 14, 15, 17, 22, 24, 29, 30, 31 იანვარი.
ქორწილი თებერვალში
თებერვალში ქორწინებისთვის კარგი დღეებია 3, 4, 6 და 8 თებერვალი. ამ დღეებში გამართული ქორწილი წყვილს ხანგრძლივ და ბედნიერ ცხოვრებას მოუტანს. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ მათ არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ თანაცხოვრების განმავლობაში, მაგრამ პრობლემებს ბევრად იოლად გადალახავენ. ასევე ხელსაყრელი რიცხვია 24. ამ დღეს დაქორწინებულების ოჯახში ჰარმონია და სიმშვიდე გამეფდება.
ქორწინებისთვის ხელსაყრელი დღეებია: 3, 4, 6, 8, 24 თებერვალი
ქორწინებისთვის არახელსაყრელი დღეებია: 5, 7, 12, 14, 15, 19, 21, 22, 26, 28 თებერვალი
ქორწილი მარტში
ნებისმიერი მღვდელმსახური გეტყვით, რომ მარტის უმეტეს რიცხვებში ქორწილი და მით უმეტეს, ჯვრისწერა, დაუშვებელია. საქმე ისაა, რომ 2 მარტიდან მთელი თვე და 18 აპრილის ჩათვლით დიდი, სააღდგომო მარხვაა. ხალხური რწმენით, ვინც ამ პერიოდში დაქორწინდება, დიდი ალბათობით, ბედნიერება არ ელოდება. ამასთან, ეს არა მხოლოდ ოჯახურ ცხოვრებას, არამედ სხვა სფეროებსაც ეხება.
ქორწილისთვის ხელსაყრელი დღეებია: 1 მარტი
ქორწილისთვის არახელსაყრელი დღეებია: მთელი მარტი, გარდა 1 მარტისა.
ქორწილი აპრილში
თითქმის მთელი აპრილი არახელსაყრელია ქორწილისა და ჯვრისწერისთვის. დიდი მარხვა 18 აპრილს დასრულდება. ამასთან, შემდგომი ზოგიერთი დღეც არახელსაყრელია ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენისთვის.
ქორწილისთვის ხელსაყრელი დღეებია: 25, 26, 27 და 30 აპრილი
ქორწილისთვის არახელსაყრელი დღეებია: 1-დან 22 აპრილის ჩათვლით, 24, 28 და 29 აპრილს.
ქორწილი მაისში
ხალხური რწმენით, მაისში ქორწინებას ბედნიერება არ მოაქვს. ასტროლოგები აღნიშნავენ მთვარის კალენდრის დღეებსა და ახალმთვარეობას. მართლმადიდებლური ეკლესია არ კრძალავს ჯვრისწერას ამ თვეში. სპეციალისტები დარწმუნებული არიან, რომ თუ წყვილი ქორწილს მაისში „სწორ" დღეს დანიშნავს, ისინი ბედნიერ ცხოვრებას გაატარებენ ერთმანეთთან და დროთა განმავლობაში მათ შორის ღრმა სულიერი კავშირი ჩამოყალიბდება.
ქორწილისთვის ხელსაყრელი დღეებია: 2-დან 5 მაისის ჩათვლით, 23-დან 26 მაისის ჩათვლით, 30 და 31 მაისი
ქორწილისთვის არახელსაყრელი დღეებია: 1, 6, 8, 9, 13, 15, 20, 22,, 27, 28, 29 მაისი
ქორწილი ივნისში
ივნისში ორი დაბნელება იქნება - მთვარის 5 ივნისს და მზის 21 ივნისს. პერიოდი ამ დაბნელებებს შორის არახელსაყრელი დღეებია ჯვრისწერისა და ქორწილისთვის. პრაქტიკულად მთელი თვე არასახარბიელოა ქორწინებისთვის. ამ პერიოდში ვინც დაქორწინდება, დიდი ალბათობით, იმედგაცრუება ელოდება, ადამიანებს მოულოდნელად გაუჩნდებათ თავისუფლებისა და თავგადასავლების წყურვილი. ამასთან 15 ივნისს პეტრე-პავლობის მარხვა დაიწყება, რომელიც 11 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. აქედან გამომდინარე, ივნისში სულ სამი დღეა ხელსაყრელი ქორწილისთვის - 1, 2 და 4 ივნისი.
ქორწილისთვის ხელსაყრელი დღეებია: 1, 2 და 4 ივნისი
ქორწილისთვის არახელსაყრელი დღეებია: 3, 5-დან 30 ივნისის ჩათვლით
ქორწილი ივლისში
თვის პირველი ნახევარი ძალზე არასახარბიელო პერიოდია ქორწინებისთვის, რადგან არის პეტრე-პავლობის მარხვა 11 ივლისის ჩათვლით, 5 ივლისს მთვარის დაბნელებაა. ასტროლოგები ამბობენ, რომ ოჯახი ბედნიერი არ იქნება, თუ ის 16 ივლისამდე შეიქმნება. ამის შემდეგ კი მოსალოდნელია მყარი ოჯახის შექმნა, მეუღლეები ერთმანეთის ერთგული იქნებიან. ხალხური რწმენით, ივლისში დაქორწინებული წყვილი ბუნებისგან იქნება დალოცვილი.
ქორწილისთვის ხელსაყრელი დღეებია: 21, 23, 25-დან 28 ივლისის ჩათვლით, 30 ივლისი
ქორწილისთვის არახელსაყრელი დღეებია: 1-დან 12 ივლისის ჩათვლით, 15, 17, 22, 24, 29, 31 ივლისი
ქორწილი აგვისტოში
აგვისტოში არ არის ბევრი ხელსაყრელი დღე ქორწინებისთვის. საეკლესიო დღესასწაულებისა და მარხვის გათვალისწინებით, კარგი დღე სულ ხუთია - 1, 2, 29, 30, 31 აგვისტო. დანარჩენები ძალზე წარუმატებელ თანაცხოვრებას ჰპირდება წყვილებს, უფრო სწორად, დიდი ალბათობით, თანაცხოვრება არც შედგება დიდხანს.
ქორწილისთვის ხელსაყრელი დღეებია: 1, 2, 29-დან 31 აგვისტოს ჩათვლით
ქორწილისთვის არახელსაყრელი დღეებია: 5, 7, 12, 14-დან 28 აგვისტოს ჩათვლით
ქორწილი სექტემბერში
მართლმადიდებლური ეკლესია სექტემბერში სამ მნიშვნელოვან დღესასწაულს აღნიშნავს - 11, 21 და 27 სექტემბერს. ამ დღეებში დაქორწინება არასასურველია. თუ ხალხურ რწმენას დავუჯერებთ, სწორედ სექტემბერში იქმნება ყველაზე ჰარმონიული და გულწრფელი კავშირი.
ქორწილისთვის ხელსაყრელი დღეებია: 1, 19, 20, 22, 24, 26, 28, 29 აგვისტო
ქორწილისთვის არახელსაყრელი დღეებია: 2, 4, 9, 11, 16, 18, 21, 23, 25, 27, 30 აგვისტო
ქორწილი ოქტომბერში
ოქტომბერში საკმაოდ ბევრი ხელსაყრელი დღეა ქორწინებისთვის. ისედაც, ტრადიციულად, საქართველოში ოქტომბერი მიიჩნეოდა ყველაზე კარგ პერიოდად ქორწილის გასამართავად. დაოჯახებისთვის საუკეთესო დღეებია 14, 17, 18, 19, 20, 22, 24, 25, 26, 27 ოქტომბერი. ამ თვეში და ამ დღეებში დაქორწინებულების ოჯახებში სიყვარული და ურთიერთგაგება გამეფდება.
განსაკუთრებით კარგი დღეა ჯვრისწერისთვის 14 ოქტომბერი. ამ დღეს სვეტიცხოვლობაა და ასევე აღინიშნება საფარველი ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა. ეს დღესასწაული მეათე საუკუნეში ღვთისმშობლის გამოცხადებას უკავშირდება კონსტანტინოპოლის ვლაქერნის ტაძარში. გადმოცემის თანახმად, ამ დღეს დაქორწინებულების ოჯახები ყველაზე მტკიცე და ბედნიერი იქნება. საქართველოში 14 ოქტომბერს ხშირად ეწყობა ხოლმე საყოველთაო ჯვრისწერა.
ქორწილისთვის ხელსაყრელი დღეებია: 14, 17-დან 20 ოქტომბერის ჩათვლით, 24-დან 27 ოქტომბრის ჩათვლით
ქორწილისთვის არახელსაყრელი დღეებია: 2, 7, 9, 16, 21, 23, 28, 30 ოქტომბერი
ქორწილი ნოემბერში
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ნოემბერში შექმნილი ოჯახი სტაბილურობისა და სიმშვიდის სიმბოლოა. თუმცა, მთელი თვე არ არის ხელსაყრელი ქორწილისთვის - ეს უნდა გაითვალისწინოთ. მაგალითად, 7 ნოემბერი მიცვალებულთა ხსენების დღეა, 28 ნოემბრიდან კი საშობაო მარხვა იწყება. 30 ნოემბერს მთვარის დაბნელებაა.
ქორწილისთვის ხელსაყრელი დღეებია: 16, 17, 19, 21-დან 24 ნოემბრის ჩათვლით
ქორწილისთვის არახელსაყრელი დღეებია: 4, 6, 7, 11, 13, 18, 20, 25, 27-დან 20 ნოემბრის ჩათვლით
ქორწილი დეკემბერში
არც ეკლესია და არც ასტროლოგია არ ემხრობა ქორწინებას დეკემბერში. მთელი დეკემბერი გრძელდება საშობაო მარხვა. 14 დეკემბერს იქნება ახალმთვარეობა და მზის დაბნელება. ამასთან. ხალხური რწმენით, დეკემბერში უამინდობაც ხშირად იცის, ხოლო ცუდ ამინდში ქორწილის გამართვა ახალგაზრდებს ბედნიერებას არ მოუტანს. ასე რომ, სჯობს, დეკემბერში ქორწილისგან თავი შეიკავოთ.
ქორწილისთვის ხელსაყრელი დღეებია: არც ერთი დღე
ქორწილისთვის არახელსაყრელი დღეებია: მთელი თვე
რა თქმა უნდა, ოჯახის შექმნას სიყვარული და ურთიერთპატივისცემა უდევს საფუძვლად, მაგრამ როდესაც არის შესაძლებლობა, რომ გაიზარდოს ბედნიერი ცოლქმრული ცხოვრების შანსი, რატომ არ უნდა გამოიყენოთ ის?