საქართველოში საუკეთესო ბიზნეს-კომპანია გამოავლინეს

გამარჯვებულს ექსკლუზიური ხელნაკეთი კომპოზიცია – ძვირფასი ლითონებისგან დამზადებული "ბოლნური ოქროს ჯვარი" გადაეცა.
Sputnik

თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. ქართული კომპანია Georgian Products მედიაჰოლდინგ The Georgian Times-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე საუკეთესო კომპანიად დასახელდა.

საუკეთესო ბიზნესმენებისა და ბიზნეს-კომპანიების დაჯილდოების მეოცე, საიუბილეო ცერემონია დედაქალაქში, სასტუმრო „შერატონში" ჩატარდა.

საქართველომ ბიზნესის წარმოების კუთხით ევროპაში მეორე ადგილი დაიკავა

ღონისძიებაზე ოცდაათზე მეტი ქართული კომპანია შეიკრიბა და საუკეთესოთა შორის საუკეთესოც თავად ბიზნეს-კომპანიების წარმომადგენლებმა ფარული კენჭისყრით აირჩიეს.

საუკეთესო ინვესტორი კი ჟიურიმ გამოავლინა, რომლის წევრებიც იყვნენ დამოუკიდებელი ექსპერტები, ეკონომისტები, ჟურნალისტები და ბიზნესის სფეროს სხვა სპეციალისტები.

სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებმა ტრადიციულად მიიღეს ოქროს ლომის გულსაბნევები, საუკეთესოთა შორის საუკეთესოს კი გადაეცა გრან-პრი, ექსკლუზიური ხელნაკეთი კომპოზიცია – ძვირფასი ლითონებისგან დამზადებული „ბოლნური ოქროს ჯვარი".

ახალი ბიზნეს-ომბუდსმენი ქართველ მეწარმეებს შეხვდა>>

როგორც ღონისძიების ორგანიზატორმა მალხაზ გულაშვილმა აღნიშნა, პრემია 1995 წლიდან იღებს სათავეს.