განწყობები არჩევნებამდე ერთი წლით ადრე - პარტიების შანსები

Edison Research-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, პარლამენტში მოხვედრის შანსი ცხრა პარტიას აქვს
Sputnik

საქართველოს მოსახლეობას ძირითადად ნეგატიური დამოუკიდებლობა აქვს პარტიების მიმართ და ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, ვის დაუჭერს მხარს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, გამოვლინდა ამერიკული კომპანია Edison Research-ის სოციოლოგიური კვლევის შედეგად, რომელიც ქართული ტელეარხი Formula TV-ს დაკვეთით ჩატარდა.

IRI: ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს – პარტიებისა და პოლიტიკოსების რეიტინგები >>

გამოკითხულთა უდიდესი ნდობით სარგებლობს ჯარი, ეკლესია და პოლიცია. მაგრამ ქართულ ბანკებს, პარლამენტს, პარტიებს და პრეზიდენტს როგორც ინსტიტუტს, ყველაზე ნაკლებად ენდობიან.

ბოლო დრომდე, საქართველოში საკითხთა ფართო სპექტრზე საზოგადოებრივი აზრის ფართომასშტაბიან კვლევებს ატარებდა მხოლოდ ორი ამერიკული ორგანიზაცია - საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) და აშშ-ს დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI). ექსპერტებმა და პარტიების წარმომადგენლებმა არაერთხელ გამოთქვეს უნდობლობა ამ გამოკითხვების შედეგების მიმართ. ამასთან, საქართველოში არცერთი სხვა ორგანიზაცია არ სთავაზობს ალტერნატიულ მონაცემებს საკითხთა მთლიან სპექტრზე.

პარტიის რეიტინგები

კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 67% მზად არის წავიდეს არჩევნებზე 2020 წელს, 23% კი უშვებს, რომ ხმას მისცემს.

ბურჯანაძე: ამერიკელები ივანიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას სთხოვენ

გამოკითხულთა 39% აპირებს ხმა მისცეს პარტიის პროგრამას, 28% - პოლიტიკურ ლიდერს, 22% - პარტიის იდეოლოგიას და 9% - პარტიის საგარეო პოლიტიკურ კურსს. დანარჩენებს (2%) განსხვავებული პრიორიტეტები აქვთ.

კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, თუ არჩევნები დღეს გაიმართება, გამოკითხულთა 30%-მა განაცხადა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია.

ხოლო იმ რესპონდენტებმა, რომლებმაც უკვე გადაწყვიტეს, თავიანთი არჩევანი გაახმოვანეს. თუ დავუჯერებთ გამოკითხვის შედეგებს, პარლამენტში შევლენ: მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" (36%), ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" (26%), პარტია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" (9%) , „საქართველოს ლეიბორისტული პარტია" (6%), „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" (5%).

სამპროცენტიანი გამსვლელი ბარიერის გათვალისწინებით, 2020 წლის არჩევნებზე საკანონმდებლო ორგანოში შეიძლება შევიდეს ალეკო ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობა“, ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის ჯერ კიდევ სამოქალაქო მოძრაობა „ლელო“, ასევე პარტიები „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ და „ახალი საქართველო“.

ივანიშვილმა განმარტა, რატომ არ გააჩნია „ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ ალტერნატივა >>

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ არცერთი პარტია არ სარგებლობს მოსახლეობის სიყვარულით.

ასე მაგალითად, გამოკითხულთა მხოლოდ 38%-ს აქვს პოზიტიური დამოკიდებულება მმართველი პარტიის მიმართ, დანარჩენებს - ნეგატიური.

პოზიტიური დამოკიდებულების კუთხით ოპოზიციის პირველი ხუთეული ასეთია: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” (41%), „საქართველოს ლეიბორისტული პარტია” (40%), „ევროპული საქართველო”, „სამოქალაქო მოძრაობა” და „ახალი საქართველო” (37 %), „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ (28%) და „გამარჯვებული საქართველო“ (27%).

IRI-ს კვლევები თვალის ერთი გადავლებით – რაზე მიუთითებს სოციოლოგია

გამოკითხულთა შორის ყველაზე უარყოფითი დამოკიდებულება იყო რესპუბლიკური პარტიისა (86%) და „გირჩის“ (85%) მიმართ.

იმავე გამოკითხვამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 66% საერთოდ არ ენდობა პარტიებს.

პოლიტიკოსთა რეიტინგი

გამოკითხვამ აჩვენა, რომ პოლიტიკოსთა შორის მოსახლეობის უდიდესი სიმპათიით სარგებლობს „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ყოფილი სპიკერი დავით ბაქრაძე, რომლის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება გამოკითხულთა 56%-ს გააჩნია. ამასთან, მისი კოლეგა გიგა ბოკერია გამოკითხულთა 75% არ მოსწონს.

გამოკითხულებს ყველაზე ნეიტრალური დამოკიდებულება აქვთ თბილისის მერის, მმართველი პარტიის გენერალური მდივნის კახა კალაძის მიმართ - 50%.

გამოკითხულთა 49% თანაუგრძნობს ლეიბორისტების ლიდერს შალვა ნათელაშვილს, 48% - ალეკო ელისაშვილს, ხოლო 46% -გრიგოლ ვაშაძეს „ნაციონალური მოძრაობიდან“.

რაც შეეხება „ქართული ოცნების" ლიდერს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს და მის მარადიულ მოწინააღმდეგეს - „ნაციონალური მოძრაობის" დამფუძნებელ მიხეილ სააკაშვილს, მათ მიმართ ძირითადად უარყოფითი დამოკიდებულებაა. გამოკითხულთა 39%-ს აქვს პოზიტიური დამოკიდებულება ივანიშვილის მიმართ, 45% კი - სააკაშვილის მიმართ.

„დაზიანდა გუნდი“ - ივანიშვილი წუხს საარჩევნო რეფორმის ჩავარდნის გამო >>

ასევე, გამოკითხულთა 45%-ს აქვს პოზიტიური დამოკიდებულება საქართველოს ამჟამინდელი პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ.

ერთ-ერთი იმ პოლიტიკოსთაგანი, რომელიც ძალიან არ მოსწონს მოსახლეობას, აღმოჩნდა „გირჩის“ წარმომადგენელი ზურაბ ჯაფარიძე. ეს უარყოფით გრძნობებს გამოკითხულთა 84%-ში აღძრავს.

შეშფოთების მიზეზები

სოციოლოგიური კვლევის მონაწილეებს ასევე სთხოვეს დაესახელებინათ საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები. სურათი შემდეგი იყო: უმუშევრობა (61%), სიღარიბე (58%) და ფასების ზრდა (38%).

სიის ბოლოს იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა სასამართლოს არასაკმარისი დამოუკიდებლობა (4%), ნეპოტიზმი (3%), ეკოლოგიური პრობლემები (3%), ჰომოფობია (2%) და ბიუროკრატია (1%).

გახარია: ოპოზიცია მთელი სახელმწიფოს ბლოკირებას გეგმავს

პრეზიდენტების რეიტინგები

გამოკითხულთა 19% მთავარ პრობლემად ნარკომანიას მიიჩნევს, 13% - აზარტულ თამაშებს.

პირველი პრეზიდენტი და პირველი ადგილი რეიტინგში - ზვიად გამსახურდია, რომელიც ქვეყანას 1991-1991 წლებში ხელმძღვანელობდა. მის საქმიანობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 77%.

მეორე ადგილზეა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი (2013-2018), რომელსაც გამოკითხულთა 59% თანაუგრძნობს.

შემდეგ მოდის მიხეილ სააკაშვილი (2004-2007, 2008-2013) გამოკითხულთა 57%-ის მხარდაჭერით..

საქართველოს ბოლო არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას იწონებს გამოკითხულთა 30%, ხოლო 28% - ქვეყნის მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის საქმიანობას, რომელიც, ისევე როგორც სააკაშვილი, მართავდა ქვეყანას ორი ვადით - 1995 წლიდან 2003 წლამდე.

კვლევის ფარგლებში 12-23 ნოემბერს, 18 წელზე უფროსი ასაკის 2 000 საქართველოს მოქალაქე პირდაპირი ინტერვიუს გზით გამოიკითხა. ცდომილება 2.2%-ს შეადგენს.