დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 28 ნოემბერი

გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები
Sputnik

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

ბევრ რამეს თვითონ ართულებთ: ხან წყენის საბაბს ეძებთ, ხან ეჩხუბებით ადამიანებს, რომლებიც თქვენი კარგი მოკავშირეები შეიძლება გამხდარიყვნენ/ სანამ რამე მნიშვნელოვან ინფორმაციას ან საკუთარ გეგმებს სხვა გაანდობთ, კარგად დაფიქრდით. ხშირად გეფანტებათ ყურადღება და შეცდომებს უშვებთ. მოუსმინეთ რჩევებს. რთულ მომენტებში ახლობლების მხარდაჭერის იმედი გქონდეთ.

წინასაახალწლო ჰოროსკოპი: რა ელოდება ზოდიაქოს ნიშნებს 2019 წლის ბოლოს

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კურო

ნაყოფიერი დღეა. ბევრისგან განსხვავებით, არ ფრენთ ღრუბლებში და რეალურად უყურებთ ყველაფერს, არ უშვებთ შეცდომებს, სწრაფად აღწევთ დასახულ მიზნებს. ბევრ თქვენგანს ინტუიცია შეუცდომლად გკარნახობთ, როდის უნდა დაიწყოთ მოქმედება. გამოგადგებათ ძველ ნაცნობებთან ურთიერთობები. არასასურველია ფინანსური საკითხების გადაჭრა დღის პირველ ნახევარში. მოგვიანებით ამისთვ8ის უკეთესი პერიოდი დადგება.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ტყუპი

საკმაოდ წარმატებული დღეა, მაგრამ გეჩვენებათ, რომ მოვლენები საკმაოდ ნელა ვითარდება. გსურთ დასახული მიზნების სწრაფად მიღწევა, მაგრამ ვითარება ამის საშუალებას არ იძლევა. ისღა დაგრჩენიათ, რომ მოთმინებით აღიჭურვოთ. ზოგიერთი საქმის დასრულებას მხოლოდ რამდენიმე დღეში მოახერხებთ. არასასურველია შორეულ ადგილებში გამგზავრება. ეს ძალას წაგართმევთ. დღის მეორე ნახევარში შესაძლებლობა გექნებათ, რომ ახლობელთან მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბროთ.

ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრების მთავარი აზრი

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

კირჩხიბი

დღის დასაწყისი რთული და წინააღმდეგობრივი იქნება. ხშირად გიწევთ სხვადასხვა რამეზე ყურადღების გადატანა. გარშემომყოფებიც ხანდახან ხელს გიშლიან ყურადღების კონცენტრირებაში. თავი შეიძლება შეგახსენოთ ძველმა უთანხმოებებმა და წყენამ. მოგვიანებით მტკიცე მოქმედებების დრო დადგება. დღის მეორე ნახევარში იმაზე მეტს მოასწრებთ, ვიდრე გეგმავდით. ხელსაყრელი ვითარება შეიქმნება ახალი წამოწყებებისთვის

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ლომი

შესანიშნავი დღეა რამე სრულიად ახლის დასაწყებად. გსურთ რუტინისგან გათავისუფლება, ცხოვრების კაშკაშა ემოციებით ავსება. სწორედ ახლა ამისთვის შესაფერისი დროა. ამასთან, არ მოგიწევთ გარისკვა. მიენდეთ ინტუიცია და მისი კარნახით იმოქმედეთ. ზოგიერთმა თქვენგანმა, შესაძლოა, საკუთარ თავში მეწარმის ნიჭი აღმოაჩინოს და ამის წყალობით მომგებიანი გარიგება დადოს.

ზოდიაქოს „მეფური" ნიშნები

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ქალწული

ბევრი დრო მიაქვს საუბრებს. თავდაპირველად ეს საინტერესოდ მოგეჩვენებათ, მაგრამ მოგვიანებით მიხვდებით, რომ დიდხანს განიხილავდით უმარტივეს საკითხებს და დასკვნები მაინც ვერ გამოიტანეთ. შუადღისას დამოუკიდებლად მუშაობა უფრო ნაყოფიერი იქნება. საღამოს შესაძლებელია მოულოდნელი წინადადება, რომელზეც დათანხმების სურვილი გაგიჩნდებათ, მაგრამ, სჯობს, დაუფიქრებელი ნაბიჯი არ გადადგათ და კარგად დაფიქრდეთ, რომ რამე სისულელე არ ჩაიდინოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

სასწორი

საინტერესო დღე გელოდებათ. გამოჩნდება ახალი საქმეები, საინტერესო იდეები. სტიმულს გაძლევთ პროგრესი საქმეებში, რომლებსაც ბოლო დროს ბევრი ძალა დაახარჯეთ. გრძნობთ, რომ ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ. სწორად უნდა შეარჩიოთ მოკავშირეები. არ ენდოთ პირველ შთაბეჭდილებას. დღეს წარმატება ბევრად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ ვისთან ერთად გადაწყვეტთ მუშაობას.

სიყვარულში უიღბლო ზოდიაქოს ნიშნები

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

ხართ მტკიცე და ენთუზიაზმით სავსე. ნებისმიერი სირთულის საქმეს შეგიძლიათ შეეჭიდოთ. გზაზე გაჩენილი ბარიერები ხელს ვერ შეგიშლით. დღის დასაწყისში, შესაძლოა, დრო დაკარგოთ მოკავშირეებისთვის საქმის არსის განმარტებაში და დარწმუნებაში, რომ ყველაფერი კარგად გამოვა. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა ოჯახური საქმეებისთვის. ადვილად პოულობთ საერთო ენას ნათესავებთან.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

მშვილდოსანი

ყველაფერი ახალი სიფრთხილეს მოითხოვს. ეს, პირველ რიგში, პროფესიულ წამოწყებებს ეხება. ფრთხილად უნდა იყოთ ნებისმიერ მოვალეობასთან მიმართებით, რადგან მათი შესრულება, შესაძლოა, მოსალოდნელზე უფრო რთული აღმოჩნდეს. გამოგადგებათ სხვისი გამოცდილების გათვალისწინება და მათი რჩევები. დღის მეორე ნახევარში მოულოდნელი ინფორმაცია შეიძლება გაიგოთ, რამაც შემდგომ გეგმების შეცვლა გამოიწვიოს.

როგორი მამები არიან ზოდიაქოს ნიშნები

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

ჩვეულებრივზე ხშირად იქმნება საოცარი და უცნაური ვითარებები, რაც თქვენგან გამომგონებლობასა და უჩვეულო საქციელს მოითხოვს. შეიძლება ინტუიციის ნდობა. მზად იყავით ექსპერიმენტებისა და უჩვეულო მეთოდების გამოყენებისთვის. მოსალოდნელია ფინანსური საკითხების წარმატებით გადაჭრა. არ არის გამორიცხული თანხის მიღება. დღის მეორე ნახევარში გექნებათ შესაძლებლობა, რომ პირად ურთიერთობებში რაღაც შეცვალოთ. შეძლებთ საკუთარ გრძნობებში გარკვევას.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

მერწყული

შესაძლებელია ცვლილებები პროფესიულ სფეროში. მაგრამ ეს ყოველთვის არ გახარებთ. ჩნდება ახალი საზრუნავი და მოვალეობები, შეიძლება ბევრი რამის სწავლა. ინტუიცია გკარნახობთ, რომ ყველაფერს გაუმკლავდებით. შესაძლოა, მოულოდნელად თანამშრომლობაზე წინადადება შემოგთავაზონ. ახალგაზრდა მერწყულებს საინტერესო შეხვედრები და, შესაძლოა, „სიყვარულის მორევში" გადაშვება ელოდება.

ზოდიაქოს ყველაზე საღად მოაზროვნე ნიშნები

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

თევზები

მოსალოდნელია მცირე გაუგებრობები, მაგრამ, მთლიანობაში, დღე არცთუ ცუდად ჩაივლის. გექნებათ რამე ძველი პრობლემის მოგვარების შანსი. ამ ტვირთის მხრებიდან მოცილების შემდეგ თავს მსუბუქად იგრძნობთ. შესაძლებელია წინადადება თანამშრომლობაზე. გექნებათ შანსი, რომ აღადგინოთ ძველი ურთიერთობები, რომელიც თქვენი ინიციატივით შეწყდა. ეს შესაძლებელი გახდება, თუ თქვენ აღიარებთ თქვენს შეცდომებს დ ამათ გამოსწორებას შეეცდებით.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი