„ამ ქა­ოს­ში და­მიც­და ფეხი კი­ბე­ზე“ – აქციის დაშლისას „მთავარი არხის“ ჟურნალისტი დაშავდა

თბილისის ცენტრში გამთენიისას სპეცრაზმის მიერ მომიტინგეების პარლამენტის შესასვლელებიდან განდევნის დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
Sputnik

თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. პარ­ლა­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აქ­ცი­ის დაშ­ლის დროს რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი და­შავ­და, მათ შო­რის ერთ-ერთი „მთა­ვა­რი არ­ხის“ ჟურ­ნა­ლის­ტი ვა­სილ დაბ­რუნ­დაშ­ვი­ლია. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას მო­ტე­ხი­ლი აქვს მარ­ჯვე­ნა ხელი.

დეპუტატებმა პარლამენტში შეკრება დაიწყეს – ქუჩაში აქცია მიმდინარეობს

რო­გორც და­შა­ვე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ჰყვე­ბა, რო­დე­საც სპეც­რაზ­მე­ლებ­მა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის დაშ­ლა და­ი­წყეს, წა­იქ­ცა და მარ­ჯვე­ნა ხე­ლის მო­ტე­ხი­ლო­ბა მი­ი­ღო.

„სპეც­რაზ­მი ჩი­ტა­ძის ქუ­ჩა­ზე იყო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, გა­და­კე­ტი­ლი ჰქონ­დათ გზა, არ გვიშ­ვებ­დნენ. ამ ქა­ოს­ში და­მიც­და ფეხი კი­ბე­ზე, და­ვე­ცი და მი­ვი­ღე ხე­ლის ტრავ­მა. პო­ლი­ცი­ელ­მა მი­თხრა, აქეთ არ წახ­ვი­დეო, ხე­ლით გა­მო­მაბ­რუ­ნა და შე­მობ­რუ­ნე­ბი­სას და­ვე­ცი“, – აღ­ნიშ­ნა დაბ­რუნ­დაშ­ვილ­მა „მთა­ვარ არხთან“ სა­უბ­რი­სას.

თბილისის ცენტრში გამთენიისას სპეცრაზმის მიერ მომიტინგეების პარლამენტის შესასვლელებიდან განდევნის დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციის დაშლის შედეგად ოთხი ადამიანის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა. ერთი დაშავებული „ნიუ ჰოსპიტალსში“ გადაიყვანეს, ერთი – „ამტელ ჰოსპიტალსში“, ორი კი ინგოროყვას კლინიკაში. ამ დროისთვის კლინიკებში 3 პაციენტი რჩება.

როგორია აქციის დროს დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა

ერთ-ერთი დაშავებული ახალგაზრდა კაცი, რომელიც, თვითმხილველების განცხადებით, აქციაზე წყლის ჭავლის გამოყენების დროს დასველდა და სხეულის გადაციება აღენიშნებოდა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. თუმცა მოგვიანებით „ამტელ ჰოსპიტალის" კლინიკურმა დირექტორმა ლაშა მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ აქციის მონაწილეს ალკოჰოლური ინტოქსიკაცია დაუდგინდა.

გარდა ამისა, ერთ-ერთ დაშავებულს ზაზა ლიპარტელიანს სახის არეში წყლის ჭავლმა თვალი დაუზიანა. დაშავებულს პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, რის შემდეგაც ის „ნიუ ჰოსპიტალსში" გადაიყვანეს, სადაც ყბა-სახის არეში ოპერაცია ჩაუტარდება. ექიმების განცხადებით, მხედველობის დაკარგვის საფრთხე ამ შემთხვევაში არ არსებობს.

26 ნოემბერს, გამთენიისას სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით პარლამენტის შენობის ირგვლივ მიმდინარე აქციის მონაწილეები დაშალა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისის ცენტრში გამთენიისას სპეცრაზმის მიერ მომიტინგეების პარლამენტის შესასვლელებიდან გაყვანის დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა, დაკავებულია 28 პირი.

კამპანია „დააბოქლომე“: სუს-თან აქციაზე დაკავებული ექვსივე პირი გაათავისუფლეს

ოპოზიციამ პარლამენტის პიკეტირება ორშაბათიდან გადაწყვიტა, რათა სამშაბათს ხელი შეეშალა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატებისთვის პლენარული სხდომის ჩატარებაში. დეპუტატებმა ოპოზიციური პარტიებიდან ბოიკოტი გამოაცხადეს. ბევრი მათგანი საპროტესტო აქციებში 14 ნოემბრიდან მონაწილეობს, მას შემდეგ, რაც საარჩევნო რეფორმა ჩავარდა.