თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. „სარფის" საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან, საქართველო-თურქეთის საზღვარზე ავტომობილების 5-კილომეტრიანი „საცობი" შეიქმნა, იუწყება CNN Turkey.
ტელეარხის ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილების რიგი საზღვრიდან თურქულ ქალაქებამდე – ხოფამდე და ქემალფაშამდეა გადაჭიმული. თურქული მხარე აცხადებს, რომ „საცობი" ქართული საკონტროლო-გამშვები პუნქტის მუშაობის დარღვევის გამო წარმოიშვა.
ასევე თურქული მასმედიის ცნობით, ექსპორტიორებს თვის ბოლომდე სურთ დავალიანებების დაფარვა, ამიტომ შეიქმნა ასეთი რიგები საზღვარზე. თურქული მხარე საკონტროლო-გამშვები პუნქტის მუშაობის დარღვევას წლის ბოლოსა და მოახლოებულ საახალწლო დღესასწაულებს უკავშირებს.
მასმედიაში აცხადებენ, რომ თურქეთის მთავრობა მუდმივ კონტაქტშია ქართველ მესაზღვრეებთან და რიგების პრობლემა საზღვარზე უახლოეს დღეებში მოგვარდება.