შვრია (Avena) მარცვლოვანთა ოჯახის ბალახოვანი მცენარის გვარია. აერთიანებს 70-მდე სახეობას. აქედან პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს 11 სახეობას.
შვრიის შემადგენლობა
შვრია შეიცავს დიდი რაოდენობით ცილებს, ასევე ცხიმებს, ნახშირწყლებს, მეთიონინს, პოლიფენოლებს, ქოლინს; დიდი ოდენობით მიკროელემენტებს: კალიუმს, ფოსფორს, მაგნიუმს, რკინას, კალციუმს, თუთიას, კობალტს, მანგანუმს, ვიტამინებს – В-ჯგუფის, А, Е, РР.
შვრიის სასარგებლო თვისებები
იყენებენ შვრიის ქერცლმოცლილ ნაყოფს (საკვებად და დიეტური კვებისთვის), ახლად აყვავებულ მცენარეს (ჰომეოპათიაში), მწვანე შვრიასა და შვრიის ჩალას (აბაზანებისთვის).
ხალხურ მედიცინაში შვრიის მარცვალი ნებისმიერი მძიმე დაავადების შემდეგ ორგანიზმის გამოფიტვის დროს უძველესი დროიდან გამოიყენება.
შვრიას განსაკუთრებული თვისებები გააჩნია იმისთვის, რომ ორგანიზმი გაწმინდოს ტოქსინებისგან, ამიტომ ის კარგად ეხმარება ადამიანს ეგზემასთან, ფსორიაზთან, დიათეზთან (თუ გლუტენზე ალერგია არ არის) კომპლექსურ ბრძოლაში. ის ებრძვის ჭარბცხიმიანობას, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას.
შვრიის ნახარში ხსნის ანთებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და ორგანიზმს ამავდროულად ამარაგებს ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით. ეს კი ორგანიზმს ეხმარება სასიცოცხლო ტონუსის ამაღლებაში, დაღლილობის მოხსნაში.
ერთ–ერთი უსაყვარლესი საკვები საქართველოში და მისი სასარგებლო თვისებები>>
შვრია, ვიტამინებისა და მიკროელემენტების წყალობით, უმკლავდება ნევროზებს, უძილობას, სტრესს. ის წარმატებით გამოიყენება ბავშვებში ცერებრალური დამბლის დროსაც კი, რადგან შეიცავს ქოლინს, რომელიც აუმჯობესებს კუნთების მუშაობას.
შვრიის ჩალა დიაბეტის სამკურნალო მრავალრიცხოვან ნაკრებში შედის. მცენარე ადამიანს ეხმარება ღვიძლის ფუნქციის, თირკმელების, კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევისას, ანემიის დროს (სისხლნაკლებობა), გადაღლილობისას (როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი).
შვრია იცავს ღვიძლს, აღადგენს მის უჯრედებს, ხელს უწყობს მაღალი სიმკვრივის კარგი ქოლესტერინის წარმოქმნას და დაბალი სიმკვრივის მავნე ქოლესტერინის შემცველობის შემცირებას, რომელიც სისხლძარღვებში ათეროსკლეროტულ ფოლაქებს (კვანძებს) წარმოქმნის. შვრია ათეროსკლეროზსაც მკურნალობს.
შვრია დადებითად მოქმედებს შარდგამომყოფ სისტემაზე: შვრიის მწვანე ბალახის ნაყენი შლის მცირე კენჭებს და ის თირკმელებიდან გამოაქვს.
თხილი, მისი ნაჭუჭი, ფოთოლი და ქერქი – სასარგებლო თვისებები>>
შვრია მკურნალობს ბრონქებისა და ფილტვების დაავადებებს: აქვს ამოსახველებელი, სუსტი ხველების საწინააღმდეგო და ზოგადი გამაჯანსაღებელი ეფექტი.
უმწიფარი შვრია ამაღლებს პოტენციას – ორგანიზმში ზრდის ტესტოსტერონს, ანუ მამაკაცის სქესობრივ ჰორმონს.
შვრია ფასდაუდებელია დიეტურ კვებაში.