კლინიკები ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილების წინააღმდეგ და ბიზნეს-ომბუდსმენის დაპირება

ჯანდაცვის სფეროში ახალი რეგულაციების შესახებ ცნობილი სექტემბერში გახდა. ექიმები აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუარესებას გამოიწვევს.
Sputnik

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელები მოუწოდებენ ახალ ბიზნეს-ომბუდსმენს, გაერკვეს ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებაში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სამედიცინო მომსახურებაზე ერთიანი ტარიფების შემოღების შესახებ.

„მსურს, რომ ვიცოდე რა ხდება რეგიონში“ - გახარიამ ზუგდიდში ექიმებთან შეხვედრა გამართა

ჯანდაცვის სფეროში ახალი რეგულაციის შესახებ სექტემბერში გამოცხადდა. ექიმები აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუარესებას გამოიწვევს.

ეკატერინე ტიკარაძე: არც ერთი ექიმი არ დარჩება უმუშევარი

ბიზნეს-ომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა, რომელიც საქმიანობას გასულ კვირაში შეუდგა, სიტუაციაში გასარკვევად რამდენიმე დღე ითხოვა. ინფორმაცია ჟურნალისტებს კლინიკა „გია გულის" ხელმძღვანელმა დავით მიქელაძემ მიაწოდა.

„უნდა შევჯერდეთ შუალედურ, დაბალანსებულ მოდელზე, რომელშიც ბიზნესის ინტერესები მაქსიმალურად იქნება დაცული. ამასთან, არ უნდა დაზარალდეს სამედიცინო მომსახურების ხარისხი", – განაცხადა შეხვედრაზე ბიზნეს-ომბუდსმენმა.

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ღია პროტესტი 26-მა საავადმყოფომ გამოთქვა. მანამდე მათ სიახლის გადადების თხოვნით წერილით მიმართეს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პროფილურ საპარლამენტო კომიტეტს, სახალხო დამცველსა და ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს.

ექიმები აცხადებენ, რომ ასეთი გადაწყვეტილების ნაჩქარევად, კლინიკებთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე მიღება არ შეიძლება.

ექიმთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია განგაშს ტეხს: სამშობიარო სახლები იხურება

კლინიკების დირექტორები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ მუშაობენ კომუნალური მომსახურებისა და წამლების ფასების მკვეთრი ზრდის პირობებში. მხოლოდ ანტიბიოტიკები ბოლო ექვს წელიწადში 76%-ით გაძვირდა, სისხლის კომპონენტები – 40%-დან 130%-მდე. დამატებითი ფონია ეროვნული ვალუტის გაუფასურება, რამაც ოპერაციების ღირებულების ზრდა გამოიწვია.

საავადმყოფოების დირექტორები აღნიშნავენ, რომ უკიდურესად რთულ პირობებში მუშაობენ, რადგან სახელმწიფო დაზღვევის პროგრამით გათვალისწინებულ გადახდას სახელმწიფოსგან 5-6 თვის დაგვიანებით იღებენ.

ერთიანი ტარიფების შემოღების შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს განკარგულების შემდეგ საავადმყოფოები იძულებული იქნებიან მკაცრი ეკონომიის რეჟიმი დააწესონ. შედეგი შეიძლება დადგეს საწოლების რაოდენობის შემცირება და მკურნალობის ხარისხის გაუარესება, ნათქვამია ერთობლივ წერილში, რომელსაც 26 წამყვანი კლინიკის დირექტორმა მოაწერა ხელი.

ფოთის ერთადერთ სამშობიარო სახლს საქმიანობის უფლება შეუჩერდა>>

სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პროგრამაში ჩართული არიან ბავშვები, სტუდენტები, პენსიონერები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეები.