ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები

სახელმწიფოს შეურაცხყოფის ამკრძალავი კანონი: რუსეთის პრეზიდენტმა არსი განმარტა

რუსეთში ძალაში შედის კანონი იმ ინფორმაციის შეზღუდვის წესების შესახებ, რომლებშიც უხამსად არის მოხსენიებული საზოგადოება, სახელმწიფო, ქვეყნის ოფიციალური სიმბოლოები, კონსტიტუცია თუ ხელისუფლების ორგანოები.
Sputnik

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. ახალი კანონის არსი, რომელიც სახელმწიფოსადმი აშკარა უპატივცემულობის გამომხატველ ინფორმაციასთან ბრძოლას ითვალისწინებს, მდგომარეობს არა კრიტიკის შეწყვეტაში, არამედ ის უნდა გახდეს ქმედითი ინსტრუმენტი ხელისუფლების მუშაობის გასაუმჯობესებლად, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.

„ფაქტობრივად ყოველი ცივილიზებული სახელმწიფო იცავს თავს ეროვნული სიმბოლოების შეურაცხყოფისგან. ამაშია მთავარი აზრი და არა იმაში, რომ შეწყდეს ადამიანების მხრიდან ხელისუფლების ყოველგვარი კრიტიკა. ის უნდა არსებობდეს, ის უნდა შენარჩუნდეს, უნდა იყოს თავად ხელისუფლების ფუნქციონირების გაუმჯობესების ინსტრუმენტი“, — განაცხადა რუსეთის ლიდერმა BRICS-ის სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.   
პუტინი: რუსულ ენას „იარაღს“ ნუ უწოდებთ

მან ასევე აღნიშნა, რომ კანონის გამოყენების პრაქტიკა „არ ატარებს რაიმე წარმოუდგენელ ხასიათს“.

„სხვა ქვეყნებში ეროვნული სიმბოლოების შეურაცხყოფისთვის სასჯელი ბევრად სერიოზულია, ვიდრე რუსეთში, სანქციებიც მეტად მკაცრია, ვიდრე რუსეთში“, — დაამატა პრეზიდენტმა.

კანონთა პაკეტს იმ ინფორმაციის შეზღუდვის წესების შესახებ, რომლებშიც უხამსად არის მოხსენიებული საზოგადოება, სახელმწიფო, ქვეყნის ოფიციალური სიმბოლოები, კონსტიტუცია თუ ხელისუფლების ორგანოები, მიმდინარე წლის 18 მარტს მოეწერა ხელი. მისი ძალით იკრძალება ღირსების შემლახველი ინფორმაციის გავრცელება. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ტიპის ინფორმაცია გამოქვეყნდება, რესურსის მფლობელს 24 საათი მიეცემა მის ასაღებად, წინააღმდეგ შემთხვევაში რესურსი დაიბლოკება.