ქართული კინოს მორიგი გამარჯვება – „შინდისის" რეჟისორი ჰოლივუდში დააჯილდოეს

დიტო ცინცაძის ფილმი „შინდისი" საქართველოდან აშშ-ის კინოაკადემიის პრემია „ოსკარზეა" წარდგენილი ნომინაციაში „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი".
Sputnik

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. ქართველ რეჟისორ დიმიტრი ცინცაძეს ფილმისთვის „შინდისი" ჰოლივუდში, „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ კამპანიის ფარგლებში გამართულ აზიური ფილმების მსოფლიო ფესტივალზე საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადასცეს, იუწყება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.

გრან-პრი! ქართული ფილმი „შინდისი“ ვარშავის კინოფესტივალის გამარჯვებულია

კინოფესტივალზე, როგორც წესი, წარდგენილია ის ფილმები, რომლებიც „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ ნომინაციებისთვის იბრძვიან. საქართველოდან დიტო ცინცაძის ფილმი „შინდისია" წარდგენილი აშშ-ის კინოაკადემიის პრემია „ოსკარზე" ნომინაციაში „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი".

ფილმი „შინდისი" მოგვითხრობს სოფლის ისტორიას, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომი გადაიტანა. ფილმი ეფუძნება რეალურ ისტორიას და დაღუპული გმირების ხსოვნას ეძღვნება.

დიტო ცინცაძის „შინდისი“ ამერიკული „ოსკარისთვის“ იბრძოლებს>>

ფილმის რეჟისორმა უკვე მიიღო ერთი პრიზი ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალზე „საუკეთესო რეჟისორის" ნომინაციაში, ხოლო თავად ფილმმა ამავე ფესტივალზე – გრან-პრი „საერთაშორისო კონკურსის" კატეგორიაში.