ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები

რუსეთის პრეზიდენტი განმარტავს: რატომ შემცირდა ხარჯები თავდაცვასა და უშიშროებაზე

ვლადიმირ პუტინის თქმით, თავდაცვითი-სამრეწველო კომპლექსის თანამშრომლებმა უნდა შექმნან მაღალტექნოლოგიური პროდუქცია და კონკურენტუნარიანი ტექნიკა, და არა „ქვაბები“, როგორც ეს 1990-იან წლებში იყო.
Sputnik

თბილისი, 12 ნოემბერი – Sputnik. თავდაცვასა და უშიშროებაზე ხარჯების შემცირება „მოდერნიზაციის პიკის“ გავლითაა განპირობებული, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მთავრობის სხდომაზე. ამის შესახებ წერს საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

„ეს დაკავშირებულია არა იმასთან, რომ ჩვენ ხელები ჩამოვუშვით ამ საკითხებზე, არამედ იმასთან, რომ ქვეყნის უშიშროების უზრუნველყოფასა და სამხედრო აღჭურვილობისა და ტექნიკის შეცვლასთან დაკავშირებული სამუშაოების პიკი გავიარეთ“, — განმარტა პუტინმა. 

პრეზიდენტის თქმით, თავდაცვითი-სამრეწველო კომპლექსის თანამშრომლებმა კვლავაც უნდა განაგრძონ მუშაობა და შექმნან მაღალტექნოლოგიური პროდუქცია და 

პუტინი: რუსულ ენას „იარაღს“ ნუ უწოდებთ
კონკურენტუნარიანი ტექნიკა, და არა „ქვაბები“, როგორც ეს 1990-იან წლებში იყო.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა თავდაცვის სფეროში ხარჯებით მიუხედავად იმისა, რომ უკვე შექმნილი აქვს იარაღი, რომელსაც არ გააჩნია ანალოგი.

პუტინმა მაშინ ისიც აღნიშნა, რომ მოსკოვი არ აპირებს გასწიოს უზომო ხარჯები სხვა ქვეყნებთან შეჯიბრების გამო, ვინაიდან „გამალებული შეიარაღება არაფერს კარგს არ გვიქადის“.

თუმცა, როგორც რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რუსეთი არ დაუშვებს საკუთარი თავდაცვითი საწარმოების დაშლას და კვლავაც განაგრძობს სფეროს პოტენციალის განვითარებას ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.