პეიჩინოვიჩ-ბურიჩი ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობისთვის საქართველოს მოსამზადებლად ჩამოვიდა

საქართველომ შეიმუშავა ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტები და ექვსი თვის ღონისძიებების კალენდარი
Sputnik

თბილისი, 11 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პირველმა პირებმა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩთან თბილისში შეხვედრები გამართეს და საერთაშორისო ორგანიზაციაში ქვეყნის დამდეგი თავმჯდომარეობა განიხილეს.

საქართველო ევროპის საბჭოს წევრი 1999 წლის 27 აპრილს გახდა. დღეს ორგანიზაციაში, რომელიც 1949 წელს დაარსდა, 47 სახელმწიფო შედის.

გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის პოსტზე მეორედ აირჩიეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკანიანთან შეხვედრისას ითქვა, რომ საქართველოს, როგორც ევროსაბჭოს მომავალი თავმჯდომარის, პრიორიტეტები ეფუძნება დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას.

მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და 2020-2030 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც აღნიშნულ წლებში საქართველოს მიერ ევროპის საბჭოსთან ერთად განსახორციელებელ პროექტებს მოიცავს. ახალი სამოქმედო გეგმის ბიუჯეტი 17,5 მლნ ევროა. უკვე მობილიზებულია 5 მლნ ევრო.

პეიჩინოვიჩ-ბურიჩი ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობისთვის საქართველოს მოსამზადებლად ჩამოვიდა

„ხაზი გაესვა დღემდე არსებული სამოქმედო გეგმების მნიშვნელოვან პოზიტიურ როლს ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესში. მხარეებმა გამოთქვეს რწმენა, რომ მომავალ პროგრამასაც კონკრეტული, ხელშესახები შედეგები ექნება“, - ნათქვამია მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ზურაბ პოლოლიკაშვილი ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივნად აირჩიეს

როგორც პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა აღნიშნა, იგი კმაყოფილია იმით, რომ საქართველოს პრიორიტეტი ახალ სტატუსში, სხვა მრავალთა შორის, იქნება გარემოს დაცვა.

მან აღნიშნა ასევე, რომ ამზადებს კონსოლიდირებულ ანგარიშს „კონფლიქტი საქართველოში“, რომლის მეშვეობითაც ევროპის საბჭო საერთაშორისო საზოგადოებრიობას მიაწვდის ინფორმაციას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით არსებული ვითარების შესახებ.

„ჩემი კონსოლიდირებული ანგარიში მიმართული იქნება იმისკენ, რომ მივაღწიოთ საკითხის მშვიდ და მშვიდობიან მოგვარებას, რაც მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე ევროპის საბჭოსა და მთელი ევროპისთვის“, - განაცხადა პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა.

თავის მხრივ, ზალკანიანმა აღნიშნა, რომ ქართულმა მხარემ შეიმუშავა როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტები, ისე ექვსი თვის ღონისძიებების კალენდარი.

პეიჩინოვიჩ-ბურიჩი ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობისთვის საქართველოს მოსამზადებლად ჩამოვიდა

„საქართველოსთვის თავმჯდომარეობა უზარმაზარი პასუხისმგებლობაა და ამავე დროს ჩვენ, როგორც თავმჯდომარე ქვეყანას, გვაძლევს შესაძლებლობას, ვიმუშაოთ ორგანიზაციის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად და ხელი შევუწყოთ მთავარი ფასეულობების - ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის - განმტკიცებას“, - ხაზგასმით აღნიშნა ზალკანიანმა.

პეიჩინოვიჩ-ბურიჩთან შეხვედრას პოზიტიური უწოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ.

პეიჩინოვიჩ-ბურიჩი ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობისთვის საქართველოს მოსამზადებლად ჩამოვიდა

მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი ძლიერი და წარმატებული ქალი პოლიტიკოსია და მის სიტყვებს ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მან ხაზი გაუსვა საქართველოს წარმატებებს დემოკრატიული რეფორმების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების კუთხით და მხარდაჭერა გამოუცხადა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს“, - აღნიშნა თალაკვაძემ.