როკი ქართულ-პოლიფონიურად – სანქტ-პეტერბურგში ქართული კულტურის ფესტივალი გაიმართება

ორგანიზატორები ფესტივალის სტუმრებს სთავაზობენ ქართულ ღვინოს, მუსიკას და, რა თქმა უნდა, უგემრიელეს ქართულ სამზარეულოს.
Sputnik

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. ქართული კულტურის მეორე ფესტივალი ГрузияPlay სანქტ-პეტერბურგში ვასილიევის კუნძულზე 16 ნოემბერს გაიმართება, აცნობეს „Sputnik-საქართველოს" ორგანიზატორებმა.

ფესტივალის პროგრამა მოიცავს ლექციებს საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ, ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენებებს. დაგეგმილია ასევე რეზო გაბრიაძის შესახებ ანიმაციური სურათის „იცი, დედა, სად ვიყავი?" ჩვენება, რომელიც „ოსკარის" მაძიებელ ფილმთა შორის არის წარდგენილი.

საქველმოქმედო ფესტივალი „რთველი" მოსკოვის ტაძარში ჩატარდება

ღონისძიებაზე გამოიყოფა საუკეთესო ქართული რესტორნების ზონა, ასევე ბაზრობა ეროვნული საქონლით.

სტუმრებს ელოდებათ ქართული ზღაპრების წიგნები, ხელით მოქსოვილი ქუდები, შარფები, სუვენირები და მინის სამკაულები, ეროვნული მუსიკალური საკრავები, დიზაინერების მიერ შექმნილი აქსესუარები ტყავისა და ხისგან და, რა თქმა უნდა, ტკბილეული – ტრადიციული ჩურჩხელა.

მრავალფეროვანი იქნება ფესტივალის მუსიკალური პროგრამაც. სტუმრები მოუსმენენ ქართულ პოლიფონიურ სტილში შესრულებულ მსოფლიო როკ-ჰიტებს, ასევე მუსიკალურ პროექტს Geo Folk Tour და ინტერნეტ-ქსელის ვარსკვლავს – ტრიო „მანდილს".

„მგზავრები“ მოსკოვსა და პეტერბურგში გამართავს კონცერტებს>>

ფესტივალი სანქტ-პეტერბურგის კულტურის კომიტეტის მხარდაჭერით ტარდება. ფესტივალის დეტალები იხილეთ აქ.