სკანდალური ფილმი: საპროტესტო აქციაზე პოლიციის ავტომობილი დააზიანეს

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისათვის დაკავებულია აქციის ხუთი მონაწილე, რომელთაც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა ედებათ ბრალად.
Sputnik

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, რომელიც კინოთეატრებში ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების წინააღმდეგ იმართება, პოლიციის მანქანა დააზიანეს.    

კინოთეატრ „ამირანთან“ სპეცრაზმი გამოჩნდა, ნაცემია ყოფილი დეპუტატი: ვიდეო

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისათვის დაკავებულია აქციის ხუთი მონაწილე, რომელთაც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა ედებათ ბრალად, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.

კინოთეატრ „ამირანთან“ შეკრებილები პერიოდულად იწყებენ კონფლიქტს პოლიციასთან და შენობაში შეშვებას ითხოვენ. ერთ-ერთი შეჯახებისას დაშავდა სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანით გაიყვანეს ადგილიდან. დაშავებულის თქმით, თავში რაღაც მძიმე საგანი მოხვდა.

სკანდალური ფილმი: საპროტესტო აქციაზე პოლიციის ავტომობილი დააზიანეს

აქციის მონაწილეთა შორის არიან მღვდელმსახურები, რომლებსაც სანთლები უჭირავთ და ლოცულობენ. მომიტინგეებს გაშლილი აქვთ პლაკატი წარწერით: „მამათმავლობის დაკანონება და პროპაგანდა ერის გენოციდია“.

ამის პარალელურად კინოთეატრ „ამირანში“ უკვე მიმდინარეობს ფილმის ჩვენება, თუმცა რამდენმა ადამიანმა მოახერხა დარბაზში შესვლა, უცნობია.