უცხოელებიდან ვინ ყიდულობს ყველაზე ხშირად საქართველოში უძრავ ქონებას

ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 15 ათასზე მეტი სახლი და მიწის ნაკვეთი იყიდეს – ბევრად მეტი, ვიდრე სხვა ქვეყნების მოქალაქეებმა.
Sputnik

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. ბოლო ოთხ წელიწადში საქართველოში ყველაზე მეტი უძრავი ქონება უცხოელებს შორის რუსეთის მოქალაქეებმა იყიდეს (40%), ნათქვამია მიგრაციის საკითხებში სამთავრობო კომისიის სტატისტიკურ მონაცემებში.

ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეები საქართველოში სახლებსა და მიწის ნაკვეთებს ყიდულობენ:

ქვეყანადარეგისტრირებული უძრავი ქონების რაოდენობა
რუსეთი15 133
ირანი5 598
უკრაინა2 599
სომხეთი1 447
თურქეთი1 226
აზერბაიჯანი1 192
აშშ1 182
სხვა7 855

სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, პრაქტიკულად გაორმაგდა იმ ბინების რეგისტრაციის შემთხვევები, რომელთა მფლობელები სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან.

რა ღირს ცხოვრება თბილისში?

ასევე გაიზარდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის შემთხვევები. ამასთან, მკვეთრად შემცირდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის შემთხვევები, რაც დაკავშირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 2017 წლის ივნისში გამოცხადებულ მორატორიუმთან.

ცვლილებები შევიდა კანონში „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ". ცვლილებები კონსტიტუციის ძალაში სრულად შესვლამდე იმოქმედებს, რომლის მიხედვით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიყიდვა უცხოელებზე მთლიანად აკრძალულია.