გადამწირული ქართველობა და გულის მოსავალი

ვენაცვალე საქართველოს! რა მომცემი მიწაა! რძეც სდის და თაფლიც! ჩვენი ბუნება ერთი ხელით ოქროსა ჰყრის, მეორეთი - ვერცხლს! ღალიანი მიწაა, მაგრამ თვითონ ჩვენ, ქართველობა, რათა ვართ გადამწირული?..
Sputnik

აზრების ფოიერვერკი" წარმოგიდგენთ დიდი ქართველი პოეტისა და მწერლის გიორგი ლეონიძის გამონათქვამებს.

გიორგი (გოგლა) ლეონიძე (1900-1966) დიდი ქართველი მწერალი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს სახალხო პოეტი.

სიბრძნის სიმფონია: სიკეთე ბოროტისთვის, თათბირი შლეგისთვის, ქადაგება გონებაჩლუნგისთვის

ლეონიძის კალამს ეკუთვნის ისეთი შედევრები, როგორიცაა „ნინოწმინდის ღამე", „სიმღერა პირველი თოვლისა", „მყვირალობა", „ყივჩაღის პაემანი", „ყივჩაღური ღამე", „ოლე"... ლექსების ციკლი „ქართლის ცხოვრება", მოთხრობების წიგნი „ნატვრის ხე" (რომლის მიხედვით რეჟისორმა თენგიზ აბულაძემ 1976 წელს ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო).

ლეონიძე აქტიური საზოგადო მოღვაწე და ლიტერატურათმცოდნე იყო. მისი ინიციატივით დაარსდა მთაწმინდის მწერალთა მუზეუმი, შემდეგ სახელმწიფო ლიტერატურის მუზეუმი (ამჟამად ლეონიძის სახელობის). დააარსა ილია ჭავჭავაძის მუზეუმი საგურამოში და სხვ.

დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.