დაკვამლიანება თბილისის მეტროში - საჭირო გახდა მგზავრების ევაკუაცია

ათ წუთზე მეტ ხანს არ მუშაობდა თბილისის მეტროპოლიტენის არცერთი ხაზი, ამ დროისათვის პრობლემა მოხსნილია
Sputnik

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. მეტროს სადგურ „ვაგზლის მოედანზე“ დაკვამლიანების გამო თბილისის მეტროპოლიტენმა ცოტა ხნით მუშაობა შეაჩერა, იუწყება პირველი არხი.

თბილისის მეტროში შეფერხებებია >>

ტექნიკური გაუმართაობის გამო მეტროში პრობლემები შეიქმნა

ჩატარდა მგზავრების ევაკუაცია და მეტროს მუშაობა 12 წუთით შეფერხდა.

დაკვამლიანების მიზეზი ძველი გაყვანილობა გახდა.

2018 წელს თბილისის მეტროში 305 ხარვეზი დაფიქსირდა, 2019 წლის დასაწყისში - 100. ამასთან შემთხვევების 30%-ში გახდა საჭირო მგზავრების ევაკუაცია.

2018-2019 წლებში მეტროს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის ბიუჯეტიდან 100 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.

თბილისის მეტრო ამჟამად ორ ხაზზე 23 სადგურს ითვლის.