თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზის მუშაობა შეჩერებული იყო მეტროს სადგურ „მარჯანიშვილზე" შექმნილი ტექნიკური გაუმართაობის გამო, იუწყება „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" პრეს-სამსახური.
მატარებელი მეტროს სადგურ „მარჯანიშვილზე" დაზიანდა. მეტროს პირველ ხაზზე 15-18 წუთის განმავლობაში მატარებლები არ მოძრაობდნენ, ვიდრე შემადგენლობა ჩიხში არ შეიყვანეს.
ამ დროისთვის მეტრო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.
ბოლოს მსგავსი პრობლემა მეტროში ორშაბათს, დილის საათებში შეიქმნა.
თბილისის მეტრო ამჟამად ორ ხაზზე 23 სადგურს ითვლის.