საქართველოს პრემიერი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში გაემგზავრა

გიორგი გახარია საქართველოს პრემიერ–მინისტრის რანგში პირველი ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვია, შემდეგ – სომხეთს.
Sputnik

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია განაგრძობს მეზობელ ქვეყნებში ვიზიტებს. ამჯერად ის ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში გაემგზავრა, იუწყება პირველი არხი მთავრობის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

პირველი ვიზიტი და მოლოდინები – რა საკითხები განიხილა გახარიამ ალიევთან შეხვედრაზე>>

გიორგი გახარია საქართველოს პრემიერ–მინისტრის რანგში პირველი ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვია, შემდეგ – სომხეთს.

ამჯერად გახარია თურქეთს ეწვევა და ანკარაში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

გიორგი გახარია პირველ საგარეო ვიზიტებს მეზობელ ქვეყნებში გამართავს

გახარიასთან ერთად თურქეთში გაემგზავრა დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და პრემიერის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი.

საქართველომ და თურქეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოების, განათლების სფეროებში, და ერთმანეთს სტრატეგიულ პარტნიორებად მიიჩნევენ.

ჯერ ამინდი, შემდეგ – პოლიტიკა: გახარია ფაშინიანს შეხვდა>>

თურქეთი საქართველოს ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს შორის 2019 წლის დასაწყისიდან პირველ ადგილს იკავებს. თურქეთთან სავაჭრო ბრუნვამ მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში დაახლოებით 1,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 14,1%-ია.