მსჯავრდებულებს მაგისტრატურაზე ჩარიცხვის საშუალება ექნებათ

მსჯავრდებულის მიერ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე განათლების მიღების წესსა და პირობებს განათლების სამინისტრო იუსტიციის სამინისტროსთან ერთად განსაზღვრავს
Sputnik

თბილისი, 26 ოქტომბერი -  Sputnik. იმ მსჯავრდებულებს, რომლებმაც 2019 წელს, სამაგისტრო გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და ვერ მოიპოვეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის უფლება, საშუალება ექნებათ, 2019-2020 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხონ, იუწყება პირველი არხი.

საქართველოს ციხეებში პატიმრები პროფგანათლებას მიიღებენ

გავრცელებული ინფორმაციით, შესაბამისი ცვლილებები „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორები დეპუტატები მარიამ ჯაში, სოფიო კილაძე და თამარ ხულორდავა არიან.

კანონპროექტის მიხედვით, მსჯავრდებულის მიერ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე განათლების მიღების წესსა და პირობებს განათლების სამინისტრო იუსტიციის სამინისტროსთან ერთად განსაზღვრავს.

დღეს მოქმედი კანონის თანახმად, მსჯავრდებულს აქვს უფლება ისწავლოს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე, მაგრამ უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (მაგისტრატურა) სწავლის უფლება არ გააჩნია.

სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში პატიმრებს მაცივრით სარგებლობის უფლება მიეცათ >>

„პარლამენტის განათლების კომიტეტში შემოსული განცხადების მიხედვით, N16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებული, რომელმაც წარმატებით ჩააბარა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები გამოცდები, აღნიშნული საკანონმდებლო ბარიერის გამო ვერ იწყებს სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის პროცესს“, – აღნიშნულია პროექტში.

2019 წლის ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას 17 ვაჟი პატიმარი იღებდა.