თბილისი, 26 ოქტომბერი - Sputnik. თბილისში რესტორან „სულთანის“ დაცვა ფიზიკურად გაუსწორდა აშშ-ის მოქალაქეებს, რომლებმაც გაბერილი ანგარიში გააპროტესტეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2
ტელეარხის მონაცემებით, ამერიკელებს 3500 ლარის ანგარიში მოუტანეს, რაც არ ემთხვეოდა მათ შეკვეთას, და გადახდა ნაღდი ფულით მოსთხოვეს.
როდესაც ტურისტებმა ეს გააპროტესტეს, დაცვა მათ ფიზიკურად გაუსწორდა.
საქმეზე აძღულია სისხლის სამართლის საქმე მუხლით „პირთა ჯგუფის მიერ ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობა“, რაც ითვალისწინებს ჯარიმას, 140-დან 240 საათამდე ვადით საზოგადოებრივ შრომას ან 2 წლამდე პატიმრობას.