„ყველა ფიქრს აქვს არსებობის უფლება. თავად ვანიჭებთ ფიქრებს მნიშვნელობას როგორც ნეგატიურს და პოზიტიურს. ჩვენი არჩევანია რომელს ავირჩევთ. გონება არის არაჩვეულებრივი მსახური, როდესაც ის მსახურის პოზიციაშია და არა ბატონის. ჩვენი გონება ჩვენ უნდა გვემორჩილებოდეს. ჩვენ უნდა ვირჩევდეთ რას გვინდა, რომ ვფიქრობდეთ“ - აღნიშნა ეკატერინე ჩიგოგიძემ.
ქოუჩის განმარტებით, მენტალური პრობლემები გვემართება მაშინ, როდესაც არ მოგვწონს იქ ყოფნა, სადაც ვართ და არ ვართ ბედნიერები იმით, რაც გვაქვს.