ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ველოსიპედისტი ემსხვერპლა

ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე შუახნის მამაკაცს, რომელიც ველოსიპედით მოძრაობდა, მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა
Sputnik

თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმში 50 წლის მამაკაცი, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა, ავტოავარიაში დაიღუპა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს აბუსერიძის ქუჩაზე მოხდა.

მამაკაცს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.