ყვითელი ამბები

თაკო ნაცვლიშვილი ულამაზეს, გამჭირვალე საქორწინო კაბაში პოზირებს - ფოტოები

21 წლის მოდელმა იუბილე ოქტომბრის დასაწყისში აღნიშნა. დაუვიწყარი წვეულება თაკომ თბილისში მეგობრების წრეში გაატარა, სადაც მისი შეყვარებულიც გამოჩნდა
Sputnik

თაკო ნაცვლიშვილი და მისი ოჯახი დიდი პოპულარობით გამოირჩევა. წარმატებული ქართველი მოდელი წამყვანი დიზაინერების ჩვენებებზე ფურორით გამოდის. მისი ცეცხლოვანი თვალები და პოდიუმზე კატისებური ნაბიჯები მოდის მოყვარულებს ატყვევებს. თაკოს წარმატება სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო, როდესაც სკოლის დამთავრების შემდეგ ევროპული მოდის სახლების სტუმრობას შეეჩვია. კასტინგებზე გასულ თაკოს უმართლებს და ის იტალიასა და საფრანგეთში თანაბარი წარმატებით გამოდის.

აღსანიშნავია, რომ თაკომ მაისში სასიხარულო ამბავი გვამცნო. ქართველი მოდელი და ოსკაროსანი მსახიობი ჯულია რობერტსი იტალიური ბრენდის „კალცედონია“ რეკლამაში ერთად გადაიღეს. გამოქვეყნებულ ვიდეოში მხოლოდ თაკო და ჯულია მონაწილეობდნენ. იტალიური ბრენდის რეკლამა მაისში გადაიღეს, მაგრამ ივნისის ბოლოს გამოვიდა და საფრანგეთის მასშტაბით ტრიალებდა. ამის შესახებ თაკოს დედამ ნინო ცქიტიშვილმა დაწერა, რომელიც  სამოდელო სააგენტო LOOK MODELS MANAGMENT-ის დამფუძნებელია.

თაკო ნაცვლიშვილს სამი და-ძმა ჰყავს. კალათბურთელისა და მოდელის ქალიშვილი დიდი წარმატებით სარგებლობს, მაგრამ მისი დედმამიშვილებიც განსხვავებული გარეგნობით გამოირჩევიან. თაკო ნაცვლიშვილის საუცხოო გარეგნობა უამრავი ადამიანის მზერას იპყრობს. მან მოკლე დროში სახელი გაითქვა და ახლა თაკოს დედოფალს ადარებენ. სოციალური ქსელის უცხოელი და ქართველი მომხმარებლები თაკოს იმიჯით აღფრთოვანებას არ წყვეტენ. ერთ-ერთმა მომხმარებელმა თაკოს დედოფლობა „შესთავაზა“, აღნიშნა, რომ მოდელს საქართველოს დედოფლობა დაამშვენებდა.

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში თაკო ნაცვლიშვილის ფოტოები გამოქვეყნდა, რომელშიც მას ულამაზესი, გამჭვირვალე საქორწინო კაბა აცვია. ფოტოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.