საქართველომ ბიზნესის წარმოების კუთხით ევროპაში მეორე ადგილი დაიკავა

საქართველოს, რომელმაც „ბიზნესის წარმოების" კვლევის გლობალურ რეიტინგში მეშვიდე ადგილი დაიკავა, ევროპის რეგიონისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის უმაღლესი რეიტინგი აქვს.
Sputnik

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. საქართველომ 190 ქვეყანას შორის რეიტინგში Doing Business-2020 მეშვიდე ადგილი დაიკავა. რეიტინგი ბიზნესის წარმოების სიმარტივეს აფასებს. ამის შესახებ ნათქვამია მსოფლიო ბანკის ვებ-გვერდზე განთავსებულ მოხსენებაში.

საქართველომ ეკონომიკური თავისუფლების დონით ყველა მეზობელს გაუსწრო

გასული წლის რეიტინგთან შედარებით, საქართველომ პოზიცია ერთი საფეხურით გაიუარესა, თუმცა მსოფლიო ბანკის შეფასება 0,2 ქულით გაიზარდა და 83,7 შეადგინა.

„საქართველოს, რომელმაც „ბიზნესის წარმოების" კვლევის გლობალურ რეიტინგში მეშვიდე ადგილი დაიკავა, ევროპის რეგიონისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის უმაღლესი რეიტინგი აქვს. მას მოსდევენ ჩრდილოეთ მაკედონია (მე-17), ყაზახეთი (25-ე) და რუსეთი (28-ე)", – აღნიშნულია მოხსენებაში.

მსოფლიო მასშტაბით საქართველოს წინ უსწრებენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა აშშ, სამხრეთ კორეა, ჰონგ-კონგი, დანია, სინგაპური და ახალი ზელანდია.

ახალი ზელანდიაპირველი ადგილი
სინგაპურიმეორე ადგილი
სამხრეთ კორეამეხუთე ადგილი
საქართველომეშვიდე ადგილი
რუსეთი28-ე ადგილი
თურქეთი33-ე ადგილი
სომხეთი47-ე ადგილი
უკრაინა64-ე ადგილი

 

მოხსენებაში მონაცემები 2019 წლის 1 მაისის მდგომარეობით არის შეყვანილი. ეს ინდიკატორები ბიზნესის რეგულირების სფეროში ეკონომიკური შედეგებისა და წარმატებული რეფორმების ანალიზისთვის გამოიყენება.

საქართველოს ეკონომიკა მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე თავისუფალ ეკონომიკად აღიარეს>>

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველოში ერთ წელიწადში გატარდა ერთი წარმატებული რეფორმა – სამშენებლო სფეროში.

Doing Business-2019-ის ანგარიშში ცალკეულ კატეგორიებში საქართველომ დაიკავა შემდეგი ადგილები:

საწარმოს რეგისტრაციამეორე ადგილი
მშენებლობის ნებართვის აღება21-ე ადგილი
ელექტრომომარაგების სისტემაში ჩართვა42-ე ადგილი
საკუთრების რეგისტრაციამეხუთე ადგილი
კრედიტების გაცემამე-15 ადგილი
მინორიტარული ინვესტორების დაცვამეშვიდე ადგილი
გადასახადებით დაბეგვრამე-14 ადგილი
საერთაშორისო ვაჭრობა45-ე ადგილი
კონტრაქტების შესრულების უზრუნველყოფამე-12 ადგილი
გადახდისუუნარობის ნებართვა64-ე ადგილი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, რომ მიუხედავად რეიტინგში მეექვსედან მეშვიდე პოზიციაზე გადასვლისა, შეფასება ქულებში გაიზარდა.
ხუციშვილის განცხადებით, ის ორ პუნქტს გამოყოფდა – ესაა მშენებლობის ნებართვები, სადაც ქვეყანა ექვსი პოზიციით დაწინაურდა, ასევე გადასახადების გადახდის ინდიკატორი, საგადასახადო ადმინისტრირების შეფასების ინდიკატორი, სადაც ქვეყანა ორი პოზიციით დაწინაურდა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების ფონზე ბიზნესის კეთება გამარტივდა, აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.