გორის საავტომობილო გვირაბში მოძრაობა დროებით შეიზღუდება

დაწესებული შეზღუდვა ვენტილატორის დამონტაჟებას უკავშირდება.
Sputnik

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. საერთაშორისო  მნიშვნელობის  თბილისი–სენაკი–ლესელიძის  საავტომობილო  გზის  87-ე კმ-ზე  მდებარე  გორის  საავტომობილო გვირაბში მოძრაობა 20 ოქტომბერს შეიზღუდება, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

ვითარება საქართველოს გზებზე: „დევდორაკის“ გვირაბი იკეტება

დაწესებული შეზღუდვა ვენტილატორის დამონტაჟებას უკავშირდება. შეზღუდვა 2019 წლის 20 ოქტომბერს 11:00 საათიდან 18:00  საათამდე იმოქმედებს.

„აღნიშნული საავტომობილო გვირაბის მარცხენა მხარეს (თბილისის მიმართულება) იკრძალება ყველა სახის  ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დროის აღნიშნულ პერიოდში  ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გორის გვირაბის  შემოვლით გზაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.