მკვლელობის მცდელობა გლდანში: ორ მამაკაცს ჭრილობები დანითა და ჩაქუჩით მიაყენეს

ჩადენილი დანაშაულისთვის ბრალდებულებს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
Sputnik

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში, გლდანში ორი ადამიანი დაჭრეს, იუწყება პირველი არხი.

გლდანში 15 წლამდე მოზარდი გამვლელმა დაჭრა

შემთხვევა დღეს ერთ-ერთ ავტოფარეხში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცებს დაზიანებები ჩაქუჩითა და დანით აქვთ მიყენებული. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანი უკვე გაწერეს კლინიკიდან.

ფაქტთან დაკავშირებით სამი პირია დაკავებული.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.