მსოფლიო დღეს

ჰოლანდია აღარ არსებობს - ქვეყანამ რებრენდინგი განიცადა

ქვეყნის იერ-სახე გასაახლებელია, რადგან ჰოლანდია ტურისტებში ძირითადად ნარკოტიკებთან ასოცირდება
Sputnik

თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. ჰოლანდიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა უარი თქვას ქვეყნის ამ დასახელებაზე, იუწყება პორტალი Adformatie.

მთავრობა მიიჩნევს, რომ ქვეყნის იერ-სახე გასაახლებელია, რადგან ჰოლანდია ტურისტებში ძირითადად ნარკოტიკებთან და წითელი ფარნების კვარტალთან ასოცირდება.

ერთადერთი ქართველი კაპიტანი ჰოლანდიაში, რომლის გემიც ქართული დროშით დაცურავს

ახალი იმიჯი შეიქმნება ნიდერლანდების სახელწოდების ირგვლივ. ქვეყანა აქტიურ მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ღონისძიებებში, მაგალითად, სიმღერის კონკურსზე „ევროვიზია-2020“.

ქვეყნის ფეხბურთის ნაკრები ყველა თავისი მატჩის დროს იტყვის უარს ქომაგებისთვის ჩვეულ სახელწოდებაზე. რებრენდინგი შეეხება ასევე იმ სპორტსმენებს, რომლებიც ნიდერლანდებს ტოკიოში 2020 წლის ოლიმპიადაზე წარმოადგენენ.