თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. წარმატებული ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი ცნობილ მსახიობ ჯულია რობერტსთან ერთად იტალიური ბრენდ Calzedonia-თვის სარეკლამო რგოლში გადაიღეს.
ასე მიულოცა თაკო ნაცვლიშვილმა შეყვარებულს დაბადების დღე – ულამაზესი წყვილის ფოტოები >>
რგოლში თაკო ასრულებს კონსულტანტის როლს თეთრეულის მაღაზიაში, რომელშიც ჯულია რობერტსი შედის. ნაცვლიშვილი მსახიობს ღიმილით ეგებება: „Bonjour Julia!"
Calzedonia - ეს არის თეთრეულის და საპლაჟო სამოსის იტალიური მწარმოებელი, რომელიც 1987 წელს შეიქმნა. Calzedonia-ს ეკუთვნის ისეთი ბრენდები, როგორიცაა Intimissimi, Tezenis და Falconeri. ჯულია რობერტსი ცნობილი იტალიური ბრენდის სარეკლამო კამპანიაში რამდენიმე წელიწადი მონაწილეობს.
თაკო ნაცვლიშვილი - სამოდელო სააგენტო Look Models-ის მოდელის და დამფუძნებლის, ნინო ცქიტიშვილის და ცნობილი კალათბურთელის, ვატო ნაცვლიშვილის ქალიშვილია. მოდელს მიღებული აქვს მონაწილეობა ისეთი ცნობილი მოდელიერების ჩვენებებში, როგორებიც არიან Elie Saab, Versace, Christian Dior, Giorgiо Armani, Dolce & Gabbana, Yohji Yamamoto, Ermanno Scervino, Moncler, Antonio Berardi და Roland Mouret.
2015 წლის ოქტომბერში ის გახდა ლიბანელი კუტურიეს, ზუჰაირ მურადის საქორწილო კოლექციის სახე. ასევე იყო იტალიური ბრენდ Giorgio Armani-ს Collezioni-ს ხაზის 2016 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის სახე.