სამედიცინო ნარჩენების უკანონო გადაყრისთვის ჯარიმა თორმეტჯერ იზრდება: კალაძის ინიციატივა

ფიზიკური პირებისთვის ჯარიმა 400 ლარის ნაცვლად 5 ათასი ლარი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში 1 ათასი ლარის ნაცვლად 10 ათას ლარი გახდება.
Sputnik

თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. სამედიცინო ნარჩენების უკანონო გადაყრისთვის ჯარიმების გაზრდა იგეგმება, ამ შინაარსის კანონპროექტზე თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

ნაგვის ურნებს თბილისში მიწისქვეშ განათავსებენ>>

კალაძის განცხადებით, ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის თორმეტჯერ გაიზრდება და 400 ლარის ნაცვლად 5 ათასი ლარი გახდება, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში ათჯერ გაიზრდება და 1 ათასი ლარის ნაცვლად 10 ათასი ლარი გახდება.

თბილისს ნარჩენების მართვის გეგმა აქვს

თბილისის მერის თქმით, სამედიცინო ნარჩენების გადაყრას აქვს თავისი წესი და ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს გადაყრილი სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენების ურნებში.

„ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როდესაც ხდება სამედიცინო ნარჩენების ჩაყრა საყოფაცხოვრებო ნარჩენების ურნებში, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რადგან სამედიცინო ნარჩენები, რომლებიც იყრება საყოფაცხოვრებო ნარჩენების ურნებში, არის ეპიდემიის გავრცელების პირველი წყარო", – განაცხადა კახა კალაძემ.

„დავასრულოთ პლასტმასით დაბინძურება“: თბილისში ახალგაზრდა დიზაინერების გამოფენა გაიხსენება>>

თბილისის მერმა მუნიციპალურ ინსპექციასაც მიმართა და ამ მხრივ კონტროლის გამკაცრება დაავალა.