თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე ნათია მეზვრიშვილი დაინიშნა, იუწყება პრემიერის პრესსამსახური.
ნათია მეზვრიშვილმა ამ პოსტზე კახა კახიშვილი შეცვალა.
ნათია მეზვრიშვილი ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, ხოლო გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ კი, პრემიერის აპარატის უფროსის თანამდებობა ეკავა.
კახა კახიშვილი კი პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იქნება.
კახი კახიშვილი 2014 წლიდან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე იყო; 2015-2018 წლებში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პოსტზე მუშაობდა. სამინისტროს გაუქმების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.