მარტვილის ერთ-ერთ ბაღში 15-მდე ბავშვი მოიწამლა

მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
Sputnik

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, მარტვილის მუნიციპალიტეტის მეორე საბავშვო ბაგა-ბაღში 15-მდე აღსაზრდელი მოიწამლა, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მარტვილის სოფლებში ძლიერმა სეტყვამ მოსახლეობა დააზარალა

ბავშვები ამ დროისთვის მარტვილის საავადმყოფოში ღებინებისა და ფაღარათის ჩივილებით არიან გადაყვანილი.

სააგენტოს ცნობით, ინსპექტირების ჯგუფები ადგილზე იმყოფებიან და ბაგა-ბაღის კვების ბლოკში ახორციელებენ ინსპექტირებას, აგრეთვე აიღებენ ნიმუშებს ლაბორატორიული კვლევისთვის.

მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.