43 წლის ჟურნალისტმა, ტელეწამყვანმა, პროდიუსერმა და წარმატებულმა ბიზნეს-ლედიმ თინა კანდელაკმა Instagram-ზე, სადაც 2 მილიონი ხელმომწერი ჰყავს, პოსტი შურის თემას მიუძღვნა და საკუთარი ძველი და ახალი ფოტო გამოაქვეყნა.
„შური – უბედურებაა, რომელმაც სოცქსელების წყალობით ჩვენს დროში თავის კულმინაციას მიაღწია. ადამიანებს სხვისი ცხოვრების გაფილტრული ფოტოების შურთ, რომლებსაც არავითარი საერთო არ აქვთ რეალობასთან“, – წერს თინა.
ის პოსტში ასევე ჰყვება, რომ როდესაც იწყებდა კარიერას, მის დედას თბილისში ერთადერთი ბინის გაყიდვა მოუწია, რათა მოსკოვში სწავლის საფასური გადაეხადათ.
თინა კანდელაკმა 2016 წელს საკუთარი კოსმეტიკური ბრენდი AnsaLigy გამოუშვა, რომელზეც ბაზარზე მაღალი მოთხოვნაა. ის აქტიურია Instagram-ში და ხშირად უზიარებს რჩევებს ხელმომწერებს.