ქარი ჩადგა - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

უახლოეს დღეებში ჰაერი 29 გრადუსამდე გათბება
Sputnik

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში უახლოეს დღეებში ქარი და ნალექი მოსალოდნელი არ არის, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო საკუთარ Facebook-გვერდზე.

გასულ უქმეებზე საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდა. ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიწია, მთაში მოთოვა, დაბლობში კი ქარის სიძლიერემ წამში 30 მეტრს მიაღწია. კვირას, დღის მეორე ნახევარში ქარი ჩადგა.

თოვლის ტყვეობაში: ბახმაროში 35 ოჯახი გარე სამყაროს მოწყდა

სინოპტიკოსების პროგნოზით, ოთხშაბათამდე ქვეყნის რაიონების უმეტეს ნაწილში მზიანი ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში +12-29 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში ქარის სიჩქარე წამში 8-13, დასავლეთში კი 10-15 მეტრი იქნება.

ხუთშაბათს ცალკეულ რაიონებში ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +11-26 გრადუსი, დასავლეთში კი +14-27 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში ქარის სიჩქარე წამში 8-13, დასავლეთში კი 10-15 მეტრია მოსალოდნელი.

რაც შეეხება საქართველოს დედაქალაქს, უახლოეს დღეებში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსები თბილისში +12-25 გრადუს სითბოს პროგნოზირებენ, ქარის სიჩქარე კი წამში 10-15 მეტრი იქნება.